"ბატონო კახი ხარ უწიგნური, დღის ბოლომდე წარმოადგინე ბრალის აღიარება, რომ 50 მილიონი მოვიპარე" - გიგი უგულავას განცხადება
პოლიტიკა - 15:03, 03 Feb, 2020     1322
გიგი უგულავა დედაქალაქის მერის განცხადებას პასუხობს. უგილავა მოუწოდებს კახა კალაძეს დღის ბოლომდე წარმოადგინოს ბრალის აღიარება, სადაც დედაქალაქის ყოფილმა მერმა აღიარა, რომ 50 მილიონი მოიპარა.

"ბატონო კახი ხარ უწიგნური, გეტყობა არც კითხვა იცი... დღის ბოლომდე წარმოადგინე ბრალის აღიარება, რომ 50 მილიონი მოვიპარე"- თქვა უგულავამ.

„მას შემდეგ, რაც დღეს ვიხილე კახა კალაძის სრულიად უტიფარი ტყუილი, გადავწყვიტე განმარტებები გამეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ, ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული. საზოგადოებას ვცემ პატივს და არა კალაძეს, რომელიც მატყუარაა. ამდენი წლის განმავლობაში რას მედავება მე, როგორც მერს, პატივცემული ივანიშვილის პროკურატურა. არც ერთ საქმეზე მე არავინ არ მედავება, რომ რაიმე მოვიპარე და სახლში წავიღე. მედავებიან მხოლოდ იმას, რომ დავასაქმე ადამიანები, რომელიც სავარაუდოდ, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მედავებიან იმას, რაც ათი ათას ხარისხში აქვს აყვანილი ბატონ კალაძეს და გავსებული აქვს მერია უვიცი „ქოცებითა“ და პარტაქტივით. ამიტომ როდესაც ბატონი კალაძე საუბრობს, რომ მე რაღაც მოვიპარე -„ბატონო კახი, ხარ უწიგნური, ეტყობა არ იცი კითხვა და არ იცი ის, რომ მე არანაირი ჩვენება ამ საქმეზე არ მიმიცია, არათუ ბრალი არ მიღიარებია. ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ უწიგნური და ეს სამწუხარო ემპირიული მოცემულობაა და ხარ მატყუარაც და ცდილობთ ხალხი შეიყვანოთ სიცრუეში. ამიტომ დღეს ბოლომდე მოგიწოდებთ თქვენთვის გასაგები ენით- „ტოებით და ბიჭოებით“, თუ გინდათ მის გარეშე დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი განცხდება თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, მაშინ დღის ბოლოსთვის იქნებით ის, რაც ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით. ანუ დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია თქვენივე ჟარგონით თქვენსავე წრეში მოიკითხეთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.


კაცმა 50 მილიონი მოიპარა, ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ? - თქვა დღეს დედაქალაქის მოქმედმა მერმა ჟურნალისტებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42