საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საქართველოში მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, ნიკას აზრით დედაქალაქში ფილარმონიული ცხოვრება უნდა აღდგეს.
"გაუსაძლის გამოცდას ვაბარებ საგანში, რომელსაც მოთმინება ჰქვია...
არადა რამდენი რამ მაქვს გასაკეთებელი, როგორ ცხოვრებას ვხედავ ჩვენი ქალაქის საკონცერტო დარბაზში, ისეთს პარიზის, ბერლინის თუ ნიუ იორკის ფილარმონიებს რომ არ ჩამოუვარდება... რამდენ რამეს ვფიქრობ ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ჩვენი მშობლების, ბებიების და ბაბუებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის... რამდენი დიდი მუსიკოსი მიდგას გვერდით და სიხარულით ჩამოვა და სხვებსაც ჩამოიყვანს ჩვენთან... რამდენი ახალი ნიჭიერი ქართველი შემსრულებელი, ავტორი, ჯგუფი და ანსამბლია, ვისთვისაც მინდა რომ მუდამ ღია იყოს დიდი სცენის კარი... რამდენნაირი მუსიკა არ ჟღერს დამინდა რომ ისმოდეს ჩვენს ქალაქში მთავარი სცენიდან... დრო მიდის...
თაობები ისე იცვლებიან მათთვის საკონცერტო ცხოვრებაზე, ესთეტიკურ აღზრდაზე და გემოვნების დახვეწაზე, რასაც სწორედ რომ ფილარმონიული ცხოვრება მოიცავს, არავინ ზრუნავს...
მგონია, რომ ჯერ კიდევ მაქვს ენერგია ჩემს თანაგუნდელებთან და კიდევ ბევრ თანამოაზრესთან ერთად, ვინც გვერდით დამიდგება "მოვხოდო" ფილარმონიული ცხოვრება თბილისში, ის რაც ბოლომდე განადგურებულია ახლა...
მთავრობა კი ფიქრობს ვის გაუწიოს ანგარიში, ხალხს, მუსიკოსებს, მსმენელებს, ხელოვანებს, საკუთარი შვილების მომავალს, ეროვნულ ორკესტრს თუ ვინმეს, ვისაც ეს ყველაფერი არ სურს ხდებოდეს თავის ქვეყანაში...
და არიან კი ასეთი ადამიანები ჩვენს ირგვლივ ნეტავ?
რიტორიკულ კითხვას პასუხს გასცემს გადაწყვეტილება, რომელსაც უკვე მერამდენე წელია ველოდებით..." - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
მასალის გამოყენების პირობები