"შეერთებული შტატები ჩვენი მეგობარია და მხარს უჭერს არა ხელისუფლებებს, არამედ საქართველოს და მის დემოკრატიას, ივანიშვილის ჩრდილოელი მეგობრებისგან განსხვავებით" - ბაჩუკი ქარდავა კონგრესმენების გზავნილებზე
ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი კრიტიკა ხელისუფლებას და მათი მხარდაჭერა ქართველ ხალს - დასავლელი პარტნიორების ბოლოდროინდელ გზავნილებს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა ტვ პირველზე, ვახო სანაიას "დღის ამბებში" აფასებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმ მიზეზებსა და საფუძვლებზე საუბრობს, რამაც ამერიკელი კონგრესმენების შეშფოთება გამოიწვია.
"უპრეცენდენტო და აქტიურია იმ წერილების ნაკადი, რომელიც მოექანება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან. ეს წერილები ცხადია გასათვალისწინებელია ოპოზიციისთვისაც, მაგრამ დამაფიქრებელია ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოსთვის.
ერთხელ და სამუდამუდ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ აშშ, ევროპა ანუ ჩვენი დასავლელი პატრნიორები მხარს უჭერენ არა ამა თუ იმ ხელისუფლებებს სხვადასხვა ეტაპზე საქართველოში, არამედ მხარს უჭერენ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და მის დემოკრატიას. სწორედ ეს არის საბაბი და საფუძველი იმ აღშფოთებისა, რომელიც ამ წერილებში აშკარად იკვეთება და სხვაგვარად ვერც იქნებოდა. საქართველოში ახალი არაფერი ხდება დღეს, უბრალოდ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამჟღავნდა ყველაფერი, თორემ 2012 წლიდან მოყოლებული ისედაც ნათელი იყო, საით მიაქანებდა ქვეყანას ივანიშვილი. საბოლოო ჯამში, ივანიშვილმა და მისმა "ოცნებამ" გამოავლინა ის სახე, რა სახეც მას გააჩნდა - თავისი პრორუსულობით, თავისი ანტიდემოკრატიულობით. ამ ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები, ხდება ბიზნესის შევიწროება, იხურება სტრატეგიული ობიექტები, მაგალითად, ისეთი როგორიცაა ანაკლიის პორტი. ამ ქვეყანაში აუქმებენ არჩევნებს, რითაც ხელისუფლებები უნდა იცვლებოდეს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა რაც შეიძლება საქართველოს ამ ეტაპზე ჰქონოდა, ეს იყო ხელისუფლების ცვალებადობის საარჩევნო პრინციპით საბოლოოდ დამკვიდრება. ანუ, მეორედ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. სწორედ ამ გზას ჭრის ახლა ბიძინა ივანიშვილი იმისათვის, რომ მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, სრულად მიტაცება. ამას ბუნებრივია დემოკრატიული სამყარო და ისეთი ინსტიტუტი, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, ვერ შეეგუება. ისინი არიან ჩვენი მეგობრები და მხარს უჭერენ საქარტველოში დემოკრატიას, რუსეთისგან განსხვავებით და ბიძინა ივანიშვილის ჩდილოელი მეგობრებისგან განსხვავებით" - განაცხადა ედპ-ის ლიდერმა.
მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება "პოლიტიკურად გაკოტრებულია", რასაც უკანასკნელი კვლევები მოწმობს. ედპ-ს ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებს და ამბობს, რომ ეს "პირველი პრეცენდენტი იყო იმისა, რომ ქარტველმა ხალხმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს".
"ეს ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის დასავლეთში და ის კვლევებიც, რომელსაც ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ და იცნობს "ოცნებაც" და კარგად იციან რა განწყობებია საზოგადოებაში. ბოლო გვირგვინი, რომელიც ივანიშვილმა დაამატა ეს იყო დაპირება პროპორციული არჩევნების ჩატარებისა ამ ქვეყანაში. ეს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ საბოლოოდ ამ ადამიანს დაუსვეს ის დიაგნოზი, რა დიაგნოზსაც ის იმსახურებდა. ეს ყველაფერი სახეზეა. ივანიშვილის ხელისუფლება ლეგიტიმაციას კი არ კარგავს, მან უკვე დაკარგა ლეგიტიმაცია და ახლა მას აქვს ერთადერთი შანსი - მისცეს შანსი ქართველ ხალხს, რომ მათ შეცვალონ ხელისუფლება არჩევნების გზით. თუ იგი შეეცდება ამ არჩევნების მოგებას ძალით, ეს უკვე იქნება სიგნალი იმისა, რომ ეს არჩევნები იქნება არალეგიტიმური და პროცესები განვითარდება შესაბამისად. იქ სადაც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ ინსტიტუტები გადაწყვეტილება მიიღება ქუჩაში. ხალხი გამოვა ქუჩაში და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას დაამხობს. თუ იგი გააყალბებს არჩევნებს, ამაში ნამდვილად ექნება ქართველ ხალხს მხარდაჭერა დასავლეთშიც და ყველა მხრიდან" - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
ედპ-ს ლიდერმა ოპოზიციის სრულ კონსენსუსზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმ მტკივნეული განსხვავებებისა რაც არსებობს, მთელი ოპოზიციური სპექტრი ახერხებს რიგ საკითხებზე შეთანხმებას. მისივე განცხადებით, ოპოზიციამ დაანახა ხალხსაც და დასავლეთსაც, რომ მისი ქმედებები არის სახელმწიფოებრივი.
"პროპორციული სისტემა ქვეყნისთვის არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ის სისტემა, რაც დღეს გვაქვს, არ ასახავს ხალხის ნებას. პროპორციული სისტემა კი ხალხის ნების ასახვას უწყობს ხელს. დამერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილს დღეს არსებული საარჩევნო სისტემითაც კი არანაირი შანსი არ აქვს და ამის წინაპირობა არის სწორედ ის პროცესი, რაც მიმდინარეობს ქართულ ოპოზიციაში და მიუხედავად ჩვენ შორის არსებული ძალიან მტკივნეული განსხვავებებისა, გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებთან, ჩვენ ვახერხებთ ერთად დაჯდომას და რიგ საკითხებზე შეთანხმებას. ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს ისეთ სიურპრიზებს, რომ შეიძლება ამ სისტემაზე დარჩენის სურვილი გაუქრეს.
ოპოზიციამ ყველა ეტაპზე, ბევრ კომპონენტში დაანახა ხალხსაც და დასავლეთსაც, რომ ჩვენი ქმედებები არის სახელმწიფოებრივი, ხოლო სახელმწიფოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა. ხალხი გამოდის ქუჩაში და ოპოზიცია ვალდებულია ამ ტალღას აჰყვეს. პირველ რიგში ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. ხალხის განწყობა სახეზეა. ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ ხალხის განწყობა შეენიღბა. ყველა ეტაპზე, როცა კი საზოგადოებამ გადაწყვიტა ესა თუ ის ხელისუფლება გაეშვა მმართველობიდან, ეს აასრულა კიდეც და ასე მოუწევს ოლიგარქს და მის "ოცნებას"" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






