კონგრესმენთა მწვავე გაცნხადებებს ეხმაურება აგრეთვე კავკასიისა და ცენტრალური აზიის კვლევის ინსტუტის ამერიკელი მკვლევარი და პროფესორი, სვანტე კორნელი.
„დიდი ხნის განმავლობაში ქართულ ოცნებას ჰყავდა პატივსაცემი პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახდენდნენ ამერიკასთან კომუნიკაციას- იმის ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას. სამწუხაროდ, ეს ხალხი ქართული ოცნების წევრები უკვე აღარ არიან. სხვადასხვა დროს ივანიშვლმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი, ან შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ მათ არ ჰქონოდათ მთავრობაში დარჩენის საშუალება.
ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს- ასევე დემოკრატიის შეფასების რამდენიმე ინდექსში საქართველო კარგავს საკუთარ პოზიციებს. ვფიქრობ,რომ ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან ამ მწვავე შეხედულებების ჩამოყალიბებაში საქართველოს ოპოზიციას არ შეაქვს დიდი როლი-არსებობს საელჩოები და არსებობენ ექსპერტები, რომლებიც თავად ხედავენ, თუ რა ხდება და მათი შეცდომაში შეყვანა ადვილი არ არის“ ,- აცხადებს სვანტე კორნელი.
მასალის გამოყენების პირობები






