ამერიკელი კონგრესმენის, ვილ ჰარტის მწვავე შეფასებების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს აკრიტიკებენ შეერთებული შტატების ანალიტიკურ წრეებშიც. ექსპერტების თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა პროდასავლელი პარტნიორი მისი გარემოცვიდან ან თავად მოიცილა, ან ისეთი ვითარება შეუქმნა, რომ მათ მმართველი პარტია დაეტოვებინათ.
ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარის, ბრაიან უიტმორის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონგრესმენები, რომლებიც მძიმედ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, თბილისის მთავარი მხარდამჭერები არიან შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში.
„საქართველოს მეგობრებს აშფოთებთ დემოკრატიული უკუსვლა, რუსული გავლენების ზრდა და მათ აღელვებთ ის, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში განიცადა, გაქრება. ჩვენ ასევე გვაღელვებს თქვენი აგრესიული ჩრდილოელი მეზობელი, რომელსაც არ გადაუფიქრებია საქართველოს გაკონტროლების ამბიცია. ვაშინგტონში ეს შეშფოთება არსებობს და სწორედ ამაზე მიუთითებენ კონგრესმენები, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.“ ,- აცხადებს ამერიკელი ანალიტიკოსი.
მასალის გამოყენების პირობები






