თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა. კუხიანიძე, რომელსაც „ოცნების“ რიგებივაჟა გაფრინდაშვილის ოჯახისა და სხვების შესახებ შეუარცხმყოფელი განცხადებების შემდეგ დაატოვებინეს ამბობს, რომ დაუშვებელია ის ძალადობა, რაც ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ განხორციელდა:
„სრულიად დაუშვებელია, რაც გააკეთეთ ბატონი ხაბეიშვილის მიმართ. ხელით შეხება დეპუტატზე ეს არის სრულიად დაუშვებელი. ბოდიში, მაგრამ ვიღაცა მთელს პარტიას ღორებს რომ გეძახით, იმის გამო, რომ მე გავაკრიტიკე ვიღაც, მე რომ გამაგდეთ პარტიიდან ეგ რა იყო? რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან, რომელმაც ხალხის მტერი… მე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეგ დემაგოგია იყო და ტყუილი, მაგრამ მაგიტომ მოხსენით ხომ, რომ ხალხის მტერი დასვა სავარძელში. რატომ ვერ იტანს ეს პარტია იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი, რაღაცას ამბობ?
რატომ ისარგებლა პარტიაში პარტიის კორუფციულმა ნაწილმა? რომელსაც რევოლუცია აქვს მოხდენილი ქართულ ოცნებაში და რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ ნორმალური დემოკრატიული პროცესები განვითარდეს,“ - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე კუხიანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






