"ევროსაბჭოს რეზოლუცია კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმაა ქართული ოცნებისთვის" - ბაქრაძე
პოლიტიკა - 13:15, 31 Jan, 2020     987
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაჟინებით მოუწდებენ "ქართულ ოცნებას", მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ყველა მონაწილე მხარის ნდობა და მხარდაჭერა ექნება.


ბაქრაზე აღნიშნულ რეზოლუციას "ქართული ოცნებისადმი" კიდევ ერთ მძიმე დარტყმას უწოდებს.

"ამ რეზოლუციაში პირდაპირ არის გამოხატული ევროსაბჭოს დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მთავარი პროცესების მიმართ. მთავარი ჩანაწერი 2020 წლის არჩევნებს უკავშირდა, სადაც პირდაპირ წერია ევროსაბჭოს მოთხოვნა, შეიცვალოს სისტემა და შეიცვალოს ისე, რომ იყოს შეთანხმებული ოპოზიციასთანაც. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ქართული ოცნებისთვის და ტყუილად ნუ გაიხარებენ სიტყვა პროპორციულის ამოღებით," - ამბობს ბაქრაძე.

მისი თქმით, ძალიან მკაფიოა მოთხოვნა, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს და მისაღები გახდეს ოპოზიციისთვის.

"ეს არის კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა ქართული ოცნებისთვის, რომელიც იძახის, რომ არაფრის შეცვლას აპირებს და ამ სისტემით გეგმავს არჩევნების ჩატარებას. ამიტომ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც თავისი პოზიცია გამოხატა.

ეს არის კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც ქართულ ოცნებას აქვს პრობლემა და აუცილებელია, ქართულმა ოცნებამ გადადგას ნაბიჯები სისტემის შესათანხმებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება ძალიან სწრაფად მოყვება სრული საერთაშორისო იზოლაციის პირობებში და უფრო მეტიც ეს რეზოლუცია ქმნის რეალურ საფუძველს, მოხდეს არჩევნების ლეგიტიმაციაზე კითხვის ნიშნების დასმა არჩევნების შემდეგ,"- განაცხადა დავით ბაქრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42