ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკურ სტაჟირებაზე იმყოფებიან
განათლება - 10:54, 31 Jan, 2020     5011

2020 წლის 20 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ატლანტიდან ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეოთხე, დამამთავრებელი კურსის სამი სტუდენტი ეწვია. ვიზიტი განხორციელდა თსსუ-სა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტებს შორის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

სტუდენტები საქართველოში ათი დღით იმყოფებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში ქეროლაინ ქოულმენი, მაიკლ კიმბრელი და ანა მარია კორონატა მონაწილეობდნენ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო პროცესში: თსსუ-ის სტუდენტებთან ერთად დაესწრნენ და კლინიკური სტაჟირება გაიარეს თსსუ-ის აფილირებულ კლინიკებში (ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა, „ნიუ ჰოსპიტალსი“, კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი), ასევე, აქტიურად ჩაერთვნენ პრეკლინიკური სწავლების პროცესში.

ემორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე შეხვედრა საკუთარი ინიციატივით გამართეს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებთან - თანატოლებმა ერთმანეთს დიპლომამდელი სამედიცინო განათლების შესახებ თავისი შეხედულებები და პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, პოსტდიპლომური სწავლების - რეზიდენტურის ამერიკულ მოდელზე ისაუბრეს.

ანა მარია კორონატა: „საქართველოში ვიზიტს დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით ემორის მედიცინის სკოლის პროფესორებთან მერი ჯო ლეკოვიჩთან და გორდონ ჩერჩვორდთან ერთად. ძალიან გვიხარია, რომ ემორის უნივერსიტეტმა მოგვცა საშუალება, დავსწრებოდით და მონაწილეობა მიგვეღო თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო პროცესში. ასევე, შევხვედროდით პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტებს და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა საკუთარი სტუდენტური გამოცდილება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელებს, ასევე თსსუ-ის პროფესორებსა და სტუდენტებს გაწეული მასპინძლობისთვის. ვფიქრობ, რომ საქართველოში ვიზიტმა ძალიან საინტერესო გამოცდილება შეგვძინა. მინდა, აღვნიშნო, რომ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ჰყავს ძლიერი აკადემიური პერსონალი და ძალიან მოტივირებული, ნიჭიერი სტუდენტები. დარწმუნებული ვართ, მათ წინ კიდევ არაერთი წარმატება ელით. ჩვენ მათ დიდი მიზნების შესრულებას ვუსურვებთ!“

ათდღიანი ვიზიტის ბოლოს, ემორის მედიცინის სკოლის სტუდენტებმა თსსუ-ში მიღებული გამოცდილება თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეაჯამეს. სტუდენტები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებს, ასოცირებულ პროფესორ ირაკლი კოხრეიძეს და ასოცირებულ პროფესორ სოფიო ბახტაძეს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ თინათინ კილასონიას, უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსს ირინა კაპეტივაძეს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს, ასოცირებულ პროფესორ ეკა ეკალაძეს და პროგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტების გაცვლითი აქტივობა თსსუ-ისა და ემორის უნივერსიტეტებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს: დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ემორის მედიცინის სკოლას პირველად შვიდი წლის წინ ესტუმრნენ. ამჟამად ემორის სამედიცინო სკოლაში კლინიკურ სტაჟირებას (კლერკშიფი) პროგრამის ოთხი სტუდენტი გადის.

ზემოაღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება - უკვე დაგეგმილია ერთის მხრივ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დამამთავრებელი კურსის ხუთი სტუდენტის სტაჟირება ემორის მედიცინის სკოლაში, მეორეს მხრივ კი, ემორის უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტის კლინიკური სტაჟირება თსსუ-ში 2020 წლის ზაფხულში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42