ჩხოროწყუში მოძრაობა “შეცვალეს” წევრებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოძრაობის წევრები დღეს ჩხოროწყუში ლევან და ჯუმბერ იზორიების წინააღმდეგ აქციას მართავდნენ და მათ იზორიების კლანის წევრებად მოიხსენიებდნენ.
მოძრაობა “შეცვალეს” წევრი ნიკა ნოზაძე მომხდარს დღევანდელ აქციას უკავშირებს და აცხადებს, მოძრაობის წევრებს ფიზიკურად ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის ძმა, ნუკრი გოგუა გაუსწორდა.
"დღეს გვქონდა აქცია ჩხოროწყუში, შემდეგ წავედით ზუგდიდში. როდესაც ზუგდიდიდან ჩხოროწყუში დაბრუნდნენ მანქანა გააჩერეს ამ ადამიანებთან მივარდნენ,საქმე გვაქვსო. უცებ კაუღეს ჯარი და ჩაარტყეს წიხლები. ნაცემია ოთო შენგელია, ნუკრი ცქიტიშვილი და ირაკლი ნაჭყებია. იქვე იდგნეპოლიციელები, ისინი იყვნენ გია ჯალაღონია და ორნიკე შელია . თავდამსხმელი ჩოროწყუს მაჟორიტარის ნათესავი ნუკრი გოგუაა. ამბბობენ, რომ გოგუა დაკავებულია.'' - აცხადებს "ნიუპოსტთან'' ნიკა ნოზაძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩხოროწყუში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე ერთი პირია დაკავებული. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 პრიმა მუხლის გ. ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისმობს.
მასალის გამოყენების პირობები






