თბილისის მერი, კახა კალაძემ განცხადება გააკეთა ამერიკელი სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილზე, მისი თქმით წერილში არსებული განცხადებები შინაარსობრივდ აცდენილია რეალობას. სადაც სენატორები საქართველოს პრემიერ, გიორგი გახარიას მიმართვენ.
„განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, არის რეალობას აცდენილი და ნამდვილად მიუღებელია ეს ტონი კომპანია „ფრონტერაზე“. საქმე არის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. დაველოდოთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიციები. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს კომპანიებს და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს’’.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აუცილებელია კომუნიკაცია ამერიკელ კონგრესმენებთან.
‘’წერილის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელია მუშაობა, შინაარსობრივად განცხადებები, რეალობას არ შეესაბამება. როცა არის საუბარი რომ ჩვენ მივისწრაფვით რუსეთისკენ, სასაცილოა ნამდვილად. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც 2012 წლის მერე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში და ვაგრძელებთ ამ კურსს, რეფორმებს და კონკრეტული პროექტების განხორციელებას, რათა სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, ჩვენ მივაწვდით რეალურ ინფორმაციას. ამ ადამიანებს აქვს ცალმხრივი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. აუცილებელია კომუნიკაცია კონგრესმენებთან“ ,- განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






