ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პარლამენტში აცხადებს, რომ ის რამდენიმე ფაქტი რაც ამერიკელი სენატორების კრიტიკას დაედო საფუძვლად, რეალობაში არ არსებობს. მის თქმით, ისინი ეცდებიან ამერიკელ კანომდებლებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.
“ბუნებაში არ არსებობს რამდენიმე ფაქტი, რაც სამწუხაროდ, კრიტიკას დაედო საფუძლად. მაგალითად; ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ ციხეში გაუშვებს – ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა. მეორე, როცა საუბარია, რომ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დაშლა მოხდაო… მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, კრიტიკას საფუძვლად რამდენიმე არასწორი ფაქტი დაედო. რა თქმა უნდა, კრიტიკა ძალიან ცუდია, როცა არასწორ ფაქტებზე დამყარებით ხდება და ჩვენ ამის აღმოფხვრაზე ინტენსიური კომუნიკაციის დროს გვექნება ბევრი საუბარი, ბევრი, თუნდაც კამათი ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით, ფაქტობრივ გარემოებებზე უფრო ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდეთ, მათ შორის -ვიდეომტკიცებულებები”, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს ხელისუფლებას წერილი გაუგზავნეს, სადაც სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების არ შესრულებაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნასა და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.
მასალის გამოყენების პირობები






