ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლოში მომხდარ ინციდენტს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ღია ფიზიკურ ტერორად აფასებს და მიიჩვნევს, რომ ეს არის ფიზიკური ანგარიშსწორება ივანიშვილის მიერ, ფიზიკური და რეპრესიული მექანიზმების საშუალებით, რათა მათ ხელისუფლების შენარჩუნება შეძლონ.
„ივანიშვილის ავტოკრატიული მმართველობა არ კმაყოფილდება პოლიტიკოსებზე სასამართლო, პოლიცია და პროკურატურის რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით და დაადგა ღია ფიზიკური ტერორის გზას, რაზეც მიუთითებს დღეს ნიკა გვარამიაზე და რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება. ივანიშვილის მიერ ფიზიკური და რეპრესიული მექანიზმების საშუალებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა ბოლო ზღვარია და ის აუცილებლად დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით“ - გიორგი ვაშაძე
მასალის გამოყენების პირობები






