ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე აგრძელებს წარმატებული მეწარმეების და პროექტების მონახულებას
პოლიტიკა - 15:40, 30 Jan, 2020     1887

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე აგრძელებს წარმატებული მეწარმეების და პროექტების მონახულებას.
მიმდინარე წლის 29 იანვარს მერი შეხვდა "რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდი"-ს ხელმძღვანელს ინგა მეტრეველს და ადგილობრივი რეწვის სოციალურ საწარმო "ედენას" ხელმძღვანელს ლილი მაისურაძეს.

2020 წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო ონის მუნიციპალიტეტში- ხსენებული ორგანიზაციებსთვის. "რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდი"(ხელმძღვანელი ინგა მეტრეველი), ადგილობრივი რეწვის სოციალურ საწარმო "ედენასთან" ერთად ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ს პროექტში საგრანტო წინადადებით "რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ქალების გაძლიერება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად" და მიიღო სრული დაფინანსება.

წარდგენილი პროექტით სახელოსნო "ედენას " ბაზაზე იქმნება მრავალპროფილური რაჭული სუვენირების საწარმო, რომელიც შეინარჩუნებს სოციალურ სტატუსს, გადაამზადებს და დაასაქმებს სხვადასხვა ჯგუფებს დაგეგმილი მიმართულებებით. საწარმო დაფუძნდება ახალ ლოკაციაზე, ქალაქ ონში, რუსთაველის 15 -ში. პროექტით იმავე ლოკაციაზე აშენდება კონცეპტუალური ეთნოტურისტული მაღაზია, სადაც გაიყიდება სხვადასხვა ადგილობრივი მეწარმეების ტურისტული პროდუქტი, ასევე რეკლამირდება მომსახურება. გარდა ამისა, აგვისტოს თვეში მაღალმთიან სოფელ გონაში ჩატარდება ეთნოფესტივალი, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების საკონცერტო პროგრამის პარალელურად მოეწყობა ეთნოტურისტული და აგროპროდუქციის გამოფენები ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად. პროექტი 15 თვე გაგრძელდება და მასში ჩაერთვება 80-მდე პირდაპირი და 200-მდე ირიბი ბენეფიციარი.

️ემზარ საბანაძე დეტალურად გაეცნო პროექტის მიმდინარეობას,მისი განცხადებით მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და განხორციელებული თითოეული მსგავსი აქტივობა უმნიშვნელოვანესია.იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმდება და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთვება 80-მდე ბენეფიციარი,რაც ონისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურისტული პოტენციალილს გაზრდის და სიღარიბის დაძლევის კუთხით.

ემზარ საბანაძემ მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს და პროექტის ხელმძღვანელებს სხვა მეწარმეებისათვის პროექტის გასაცნობად მერიის შენობაში საინფორმაციო პრეზენტაციის ჩატარებაც შესთავაზათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42