"კრიმინალური ავტორიტეტების" შურისძიება სოსო ჯოხაძის მკვლელობის გამო - ფეიქრიშვილების აფეთქების გეგმის სკანდალური დეტალები
კრიმინალი - 14:40, 30 Jan, 2020     6150
გიორგი და დავით ფეიქრიშვილების განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული 7 პირისა და მკვლელობის შესაძლო შემკვეთის შესახებ „ნიუპოსტისთვის“ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 6 მოქალაქე აიყვანეს, სპეცოპერაცია ჩატარდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რა დროსაც უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

სუს-ში ამბობენ, რომ ძმების ლიკვიდაცია ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით უნდა მომხდარიყო, თუმცა ჯგუფმა ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა.

„ნიუპოსტის“ წყარო ყვება, რომ უკრაინაში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მიერ დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაციის შესახებ ძმებმა თავიანთი წყაროებით გაიგეს და ქართველი სამართალდამცავები საქმის კურსში ჩააყენეს.

შესაბამისად, სუსშივე დაიგეგმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენა, მათი ფარულად ჩაწერა და ბოლოს დაკავება.

აღსანიშნავია, რომ ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სუს-ის მიერ გამოყოფილი დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ძმებმა დაგეგმილი აფეთქების შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, სამი თვის წინ შეიტყვეს. ფეიქრიშვილებმა ისიც იცოდნენ, რომ მათ ლიკვიდაციას კიევში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მითითებით გეგმავდნენ.

ამ დროსითვის „ნიუპოსტისთვის“ საქმის მთავარი ფიგურანტებიდან ორის ვინაობა ხდება ცნობილი - ესენია გიორგი ბიბილაური და ბექა ცინცაძე. რაც შეეხება ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს, საუბარია გავლენიან ფიგურაზე ვ. ყ.-იანზე, რომელიც უკრაინაში 2011 წლიდან იმყოფება.

საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ბიბილურსა და ცინცაძეს შეხვდა უკრაინის მოქალაქე, მათ გადასცა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვ.ყ-ს დანაბარები და თბილისში, კონსპირაციულ ბინაში დაწყო ფეიქრიშვილების გადაადგილების მარშრუტის შედგენა და მათი აფეთქების სქემაზე მუშაობაც.

რაც შეეხება მკვკვლელობის მოტივს, „ნიუპოსტის“ წყარო შურისძიებას ასახელებს და ამბობს, რომ საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმის გაგრძელებასთან, რადგან ცნობილია, რომ „ქურდებმა“ ძმებ ფექირიშვილებზე ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმის, სოსო ჯოხაძის ჩაცხრილვის შემდეგ გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქება გასულ წელსაც სცადეს. პირველი აფეთქება თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთი ძმის საცხოვრებელთან მოხდა. ფექრიშვილებს მეორედ ფალიაშვილის ქუჩაზე დაესხნენ, ორივე თავდასხმას ძმები უვნებლად გადაურჩნენ.

„ნიუპოსტის“ მკითხველისთვის ძმების გიორგი და დავით ფეიქრიშვილების გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებთან კავშირის შესახებ კარგად არის ცნობილი.

გიორგი ფეიქრიშვილი 4 წლის წინ ორ მეგობართან - გიორგი ყანჩაველთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად დააკავეს. ხმაურიანი დაკავება, ქალაქში მალევე დაუკავშირეს სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეს, რადგან ჯოხაძის მკვლელობაში მსჯავრდებული ბადუკა ნათობაძე ფექირიშვილების უახლოესი მეგობარი იყო. გიორგი ფეიქრიშვილი ჯოხაძის მკვლელობასთან კავშირს დღესაც კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მის საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2016 წლის სექტემბერს გიორგი ფექირიშვილთან დაკავებული გიორგი ყანჩაველი სოსო ჯოხაძის მკვლელობის დღეს, ნათობაძის ავტომობილში იჯდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42