''წერილების ზოგიერთი ავტორი წლების წინ სააკაშვილის პასუხისგებაში გადაცემას აპროტესტებდა'' - წულუკიანი
პოლიტიკა - 12:45, 30 Jan, 2020     1135
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს ეხმაურება.

მისივე თქმით საერთოდ არ არის აქცენტი გაკეთებული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. რაც ორივე მხარის საერთო მწუხარებაა.

''ამ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება ან მცირე დოზით კეთდება აქცენტი იმაზე რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მთავრობას აწუხებს, რომლის წინააღმდეგადაც ყველამ ერთად უნდა განვაგრძოთ ბრძოლა, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა’’. - აცხადებს წულუკიანი.

წულუკიანი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ქვეყნის მაღალი ხარისხის დემოკრატიას რომ საქართველო, დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ასეთი დემოკრატიულია არასდროს ყოფილა და ეს ყველაფერი მიუთითებს ქვეყნის განვითარებას.

''რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველოში დემოკრატიული პროცესი ასეთი მაღალი პროცესი, ასეთი მაღალი ხარისხის, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ’’- თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი, ვინც საქართველოს კრიტიკულ წერილებს უგზავნის, წლების წინ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის სამართლებრივ უწყებაში გადაცემასაც აპროტესტებდა. საქართველო კი იმიტომ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ მისმა ხელისუფლებამ დამოუკიდელად გადაწყვიტოს რა არის რეალობა (წერილში ) და რა არა.

''ამ წერილების ავტორებიდან ზოგერთი, ყველას ეს არ ეხება, მე ისიც მახსოვს და ვფიქრობ არ მეშლება, რამდენიმე წლის წინ იმასაც აპროტესდება და აგზავნიდა წერილებს რატომ მიეცა მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ყურადღებით გავეცნოთ მეგობარი და მითუმეტეს სტრატეგიული პარტნიორიდან მიღებულ წერილებს, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ზრდასრული ადამიანები, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ და გვქონდეს იმის უნარი, შევფასოთ, რა არის რეალობასთან შესაბამისი და რა არა’’- ამბობს იუსტიციის მინსიტრი.

მინისტრისთვის გასაკვირია, რომ ზოგიერთი კონგრესმენი საქართველოში ამერიკულ ბიზნესზე ზეწოლის შესახებ კომპანია ფრონტერას მაგალითზე საუბრობს.

"ვხედავთ, რომ ამ წერილებში, განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანში, არის გასაკვირი ნაწილები. მაგალითად ის, რომ ზოგიერთი კონგრესმენი, როცა საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობს დავა, აკეთებს წინასწარ შეფასებებს, რაც, ჩემი აზრით, დავის მიმდინარეობას ზიანს აყენებს. კარგი იქნება, თუ ყველა, სანამ არ დასრულდება საერთაშორისო არბიტრაჟში დავა, თავს შევიკავებთ წინასწარი განცხადებებისგან.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მოცემულ კომპანიას ჰყავს ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლსაც ხელფასებს ვერ უხდის რამდენიმე თვეა და სარჩო-საბადებლის გარეშე დაურჩა’’- განაცხადა იუსტიციის მინსტრმა თეა წულუკიანმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42