გავრილოვის მადლობა ზურაბიშვილს- ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაერთიანდა
პოლიტიკა - 10:18, 30 Jan, 2020     973
ოცი ივნისის სისხლიანი ღამის მთავარი ანტიგმირმა რუსეთის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ევროსაბჭოს სიტყვით გამოსვლაზე და პოლიტიკურ კურსზე მადლობა პირდაპირ გადაუხადა.

ფაქტს უკვე მოჰყვა მძიმე შეფასებები საქართველოს ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის გამოსვლას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ასეთი მიდგომა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

''გავრლილოვი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს საზოგადოებას, პირველი იყო ვინც ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმურა. ეს არის საზიანო სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. საერთო ჯამში საქართველოს მთავრობასა და გავრილოვს ერთმანეთთან პრობლემა არ აქვს"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე კი აღნიშნავს, რომ საქრთველოს მთვარობა პირდაპირ ჭრილში ჯდება და იმ პოლიტიკაში რასაც ატარებს პუტინი.

''გარლილოვის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ გამოხატავს იმას, რომ საქრთველოს მთვარობა პირდაპირ ჭრილში ჯდება და იმ პოლიტიკაში რასაც ატარებს პუტინი, კრემლი მთელი ამ წლების განვალობაში ატარებს. გავრილოვი და ზურაბიშვილი გამიზნულად მოქმედებნ საქართველოს სუვერენიტეტის დაკნინებისკენ’’- თქვა დეკანოიძემ.

გავრილოვის განცხადება ხუმრობა ეგონა "ევროპული საქართველოს" ლიდერს გიგა ბოკერიას.

''მეგონა ესმწარე ხუმრობა იყო, ვიფიქრე, ისეთი სამარცხვინო გამსვლა ჰქონდა ზურაბილშვილს რომ გავრილოვის ქება დაიმსახურათქო.

ეს არის შედეგი იმ სამარცხვინო ამბის, როცა ივანიშვილმა მოსყიდვით ეს სამარცხვინო ფიგურა თავზე დაასვა ქვეყანას"- დასძინა ბოკერიამ.

გავრილოვის მადლობას ზურაბიშვილისადმი გამოეხმაურა მოძრაობა სირცხვილია, მათი განცხადებით ზურაბიშვილის ინტერსები პირდაპირ ემსახურება რუსეთის ხელისფლებას.

''ჩვენი ხელისუფლება ეთანხმება იმას რომ რუსეთის ჯარი კიდევ უფრო დიდიხანს უნდა იყოს ქართულ ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქეების პასუხი იქნება შესაბამისი და ყოველთვის როდესაც რუსეთი, ქართული ოცნება ე.წ ‘’რუსული ოცნება’’ შელახავს საქართველოს მოქალქეობრივ ღირსებასა და ეროვნულ ინტერსებს პასუხი იქნება შებამისი და ადეკვატური''. - განცხადა მოძრაობა სირცხვილიას ერთ ერთმა ლიდერმა ნოდარ რუხაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42