არჩილ თალაკვაძის კომენტარი თითქმის იდენტურია სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან, რომ საქართველოს ხელისუფლება აუვლიდა გვერდს კანონს ოკუპაციის შესახებ.
ხოლო პრემიერ მინსიტრამა გახარიამ განაცხადარა რომ კანონს ოკუპაციის წინააღდეგ გვერდის ავლის უფლება არავის აქვს.
"ერთმნიშვნელოვნად გეტყვით რომ ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოს კანონის შესაბამისად და ვერავინ აუვლის გვერდს საქართველოს კანომდებლობას, ასევე საქართველო გახლავთ ევრო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა და ესეც ფაქტია სამწუხაროდ რუსეთს არ უდგას წევრობა, ახლა ხაზგასმით ავღნიშნავ, ვერავინ ვინც არ უნდა განცხადოს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის. მოვა ის დროც და ყველაფერი გაკეთებული იქნება საქრთველოს კანონდებლობის სრული შესაბამისობით.’’ - განცხადა პერმიერმა გიორგი გახარიამ.
თალაკვაძე ამბობს, რომ მაისში ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას "ყველა წევრი ქვეყნის დელეგაცია" უნდა დაესწროს.
"მინისტერიალი ტარდება ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობით და ზუსტად ეს განმარტა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსი პოლიტიკოსის კითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო გვერდს აუვლის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად საქართველოში რუს დელეგატებს შემოუშვებს
29 იანვარს კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათლად ჩანს რომ პრეზიდენტის ნათქვამი "ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს".
მასალის გამოყენების პირობები






