"მრისხანე განცხადებები იქნება გაზაფხულზე, პიტ ოლსონმა რა შეფასებებიც მისცა ამ ხელისუფლებას, სამედიცინო დიაგნოზია"- ოპოზიცია აქციებს 4 თებერვალს განაახლებს
პოლიტიკა - 16:21, 29 Jan, 2020     890
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ქუჩაში გასვლას და პიკეტირების განახლებას გეგმავს.

"მოვიდა დრო რომ ჩვენ სასწრაფოდ მოვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა არჩევნებში შესვლისთვის და რაც შეიძლება სწარაფად დავიწყოთ წინასაარჩევნო კამპანია, რადგან ხელისუფლება თავისი რესურსებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია და ჩვენთვის დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია"- თქვა ვაშაძემ ოპოზიციის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე და იქვე დასძინა, რომ პირველი აქცია 4 თებერვალს გაიმართება.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ჩაგდებასთან დაკავშირებით ვერაფრით გაამართლებს.

"ბატონმა თალაკვაძემ რამენაირად უნდა ახსნას, როგორ მოხდა ჯერ ხელისუფლებისგან საქართველოს მოქალაქის მიერ მორალური და პოლიტიკური ვალდებულების გამოგლეჯა პროპორციულ არჩევნებზე და შემდეგ იმ უმსგავსო საქციელის და ნაბიჯის გამართლება, რომელიც ამ მორალური და პოლიტიკური ვალდებულების უკან წაღება იყო, რამაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი მოკავშირეების განრისხება. ამიტომ რა განმარტებაც არ უნდა მისცეს, ამ საქციელს ვერაფერი ვერ გაამართლებს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კონგრესმენების განცხადებები გაზაფხულზე კიდევ უფრო მწვავე იქნება.

„კონგრესმენები და ბატონი პიტ ოლსონი არც პირველი იყო და დარწმუნებული იყავით არც უკანასკნელი, გაცილებით მრისხანე განცხადებები იქნება გაზაფხულზე. ოლსონმა რა შეფასებებიც მისცა ამ ხელისუფლებას, არის სამედიცინო დიაგნოზი იმ რვა წლის, რაც ეს ხელისუფლება იმყოფება მართვის სადავეებში. მიხარია მე ეს? კატეგორიულად არ მიხარია, რადგან ზიანდება ჩემი სამშობლო და ზიანდება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესები. არ შეიძლება საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე ჩვენზე ასე იყოს განრისხებული", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციონერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას "სამედიცინო დიაგნოზსს" უწოდებს.

"მოქალაქე ზურაბიშვილიც ამ ხელისუფლების სამედიცინო დიაგნოზია, კატეგორიულად აცდენილები არიან რეალობას. რაც ჩუმად იქნება ეს ქალბატონი უკეთესი მისთვის და საქართველოსთვის", - განაცხადა ვაშაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42