მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას : დედას გიტირებთ , არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები, ნაძირალების ხროვა ხართ!..
პოლიტიკა - 14:12, 29 Jan, 2020     1108

დღეს საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა უფლება არ მისცეს ოპოზიციის ლიდერებსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შესულიყვნენ სამთავრობო შენობაში, რათა ბრიფინგი ჩაეტარებინათ.

შვილმოკლული მამის თქმით, ხელისუფლებაში არ არსებობს სტრუქტურა, არც ხელისუფლება და არც სამართალი, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა წინ აღუდგეს უდანაშაულოდ მოკლული თემირლან მაჩლიკაშვილის მამას.

„ერთი შემიძლია ვთქვა, მე მალხაზ მაჩალიკაშვილს მომიკლეს უდანაშაულო მძინარე ბავშვი, შემდგომ ამ ბავშვს დააბრალეს ტერორიზმი, გამოაცხადეს ტერორიზმში ეჭვმიტანილად.


ის ბავშვი არც ერთხელ დაკითხულა, მას ჩვენება არა აქვს მიცემული, მესამე წელია დუმს ცივ სამარეში. ამ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა დაამარცხოს უდანაშაულო მოკლული თემირლანი მაჩალიკაშვილის მამა ვახა თერლოევი, მთელმა სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა თავიანთი ბინძური მექანიზმით შეებრძოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილს და მებრძვიან, ვნახოთ ვინ ვისი აჯობებს, ვნახოთ“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ინციდენტის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა, ადგილზე მობილიზებული იქნა სამედიცინო დამხარება, შვილმკვდარი მამა პარლამენტის უკანა გასასვლელიდან გაიყვანეს.

„ზუსტად ვიცოდი, რომ ამათ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, უბრალოდ შეცდომა მოუვიდათ, მაგ შეცდომის აღიარება გაუჭირდათ. შემდგომ ამის გადაფარვაში მთელი სტრუქტურები ჩაება. მაღალი თანამდებობის პირები მეუბნებოდნენ, ვიცით ბატონო ვახა, ვიცით შეცდომაა, დანაშაულია, მაგრამ ამის აღიარება გვიჭირს, თუ მოხდა ამის აღიარება, ხელისუფლება ამას გადაყვება, მე ამას მოგონილს არ ვამბობ.


ამის მერე გაძლიერებულ პროტესტს მიიღებენ ჩემგან. „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს არ მივცემ საშუალებას, რომ კამერის წინ დადგეს. ამას გაჩვენებთ, თქვენ ჟურნალისტებს და მთელ ქვეყანას. ამ ნაძირალა, კრიმინალთა ხროვას, გახრწნილ ხელისუფლებას მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის, ყველა ერთნაირი გახრწნილია, ყველა ერთნაირი ჩათლახი და გაფუჭებულია, ყველა ერთმანეთზე უარესი კრიმინალია, ყველა კალაპოტიდან, ადამიანური ჩარჩოდან ამოვარდნილი ნაძირალაა.


მოგმართავთ მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ვახ ტერლოევი მთელს სახელისუფლებო ორგანოებს, დედას გიტირებთ. პოლიტიკურად ვეუბნები ყველას, დედას გიტირებთ, თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები, თქვენ არაფერი არა ხართ, ნაძირალათა, გახრწნილთა ხროვა ხართ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42