პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ტრიბუნაზე მოიტყუა - ზურაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ჯერ კობახიძე გადადგა და პარლამენტთან შეტაკებები შემდეგ მოხდა
პოლიტიკა - 18:27, 28 Jan, 2020     1582
სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მოიტყუა. იგი ამტკიცებს, რომ 20 ივნისის მოვლენებისას ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადადგა შემდეგ კი დაიწყო შეტაკებები რისი მიზანიც მისი თქმით, “პარლამენტზე კონტროლის მოპოვების მცდელობა იყო”. ანიშნულ საკითხზე კითხვა საქართველოს პრეზიდენტს, პოლონელმა დეპუტატმა დაუსვა.

“დავიწყებ გავრილოვის საკითხით – ჩვენი პოლონელი მეგობრისგან. ვფიქრობ, ეს საკითხი ორად უნდა გავყოთ. თავდაპირველად, იყო ქართული საზოგადოების პროტესტი, ძალიან სპონტანური, განპირობებული იმ ფაქტით, რომ რუსი პარლამენტარი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში და გამოვიდა სიტყვით, რომელიც არ იყო მისაღები ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. არავინ უშვებს, რომ ვინმე უნდა სცემონ, მაგრამ ვიღაცებმა თავშეკავებაც უნდა გამოავლინონ.

მეორე ნაწილი, რაც მოხდა ბატონი გავრილოვის საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, რადგანაც იყო ინციდენტები და მან აიღო პასუხისმგელობა ამ ინციდენტებზე და მას შემდეგ, რაც საკითხი დაიხურა, დაიწყო მეორე ფაზა, რომელიც დაემუქრა პარლამენტს და იყო ნათელი მცდელობა პარლამენტზე კონტროლის მოპოვების, რაც გაჟღერდა კიდეც რადიკალური ლიდერების მიერ, რომლებიც უძღვებოდნენ ამ მცდელობას. და არ ვიცი… არადა მაქვს წარსული ბევრ ევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნებში [ცხოვრების], არ ვიცი არც ერთი ევროპული ქვეყანა, რომელშიც მისაღები იქნებოდა, რომ მისი პარლამენტი ძალის გამოყენების შედეგად აიღონ და უფრო მეტიც – როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და პარლამენტისგან 40 კილომეტრში რუსი სამხედროები დგანან, როცა ვიცით რამდენად მარტივად იყენებენ დესტაბილიზაციის არგუმენტს რუსები ქვეყანაში შესასვლელად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მეორე ფაზა ხელისუფლების რეაქციის იყო ბოლომდე საჭირო და შეზღუდული, რადგანაც მინახავს ბევრად უფრო მეტი რეპრესიები სხვა ქვეყნებში, როცა ისინი ასეთ სიტუაციებში არიან – არასტაბილურობის სიტუაციაში და დავინახე, რომ ახალგაზრდა დემოკრატიამ თავი საკმაოდ კარგად დაიცვა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, 20 ივნისს საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სერგეი გავრილოვი პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე ავიდა. მომიტინგეები, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ, რადგან სწორედ ის იყო პასუხისმგებელი რუსი დეპუტატის, გავრილოვის საქართველოში შემოყვანაზე.

კობახიძე 20 ივნისს არ გადამდგარა. მისი თანამდებობიდან გადგომის შესახებ აქციის დარბევის შემდეგ მმართველმა პარტიამ 21 ივნისს განაცხადა . 20 ივნისს, როდესაც პარლამენტთან ვითარება ჯერ კიდევ დაძაბული არ იყო, ბაქოდან ტელეკომპანია “იმედთან” ჩართვაში კობახიძემ განაცხადა რომ გადადგომას არ აპირებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42