დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ბაკურციხეში კორონავირუსის შემთხვევას გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბაკურციხეში ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი აქვს, საგანგაშო მდგომარეობა არ არსებობს.
"ეჭვიც კი არ გვაქვს იმიტომ, რომ ქალბატონი გამოსულია იქედან 16 იანვარს და იმყოფებოდა იმ პროვიცინციაში, საიდანაც უხანამდე არის ისეთი მანძილი, როგორიც დაახლოებით თბილისიდან წაღვერამდეა. ასე, რომ გამორიცხულია, საეჭვო შემთხვევებშიც არ შედის", — განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს, გურჯაანის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს ვირუსი აქვს. ხოლო ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო ფრენებსაც აკრძალავს.
კორონავირუსის შემთხვევა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის არის: სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთშ, ავსტრალიაში, კანადასა და შრილანკაში.
ჩინეთში საქართველოს ელჩის თქმით, ქალაქ ვუჰანში, რომელიც ვირუსისი გავრცელების ეპიცენტრად ითვლება, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ჩინეთში კორონავირუსით უკვე 106 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი კი 4,500-ს აჭარბებს. ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება 36 მილიონ ადამიანს შეუზღუდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ გლობალური განგაშის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






