სოფო კილაძე: რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 10 მლნ ევრო
პოლიტიკა - 16:38, 28 Jan, 2020     1356

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით,

მორიგ შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რასაც მისივე ინფორმაციით, სპეციალური რეპორტი მიეძღვნა.

„ეს უკავშირდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეს. ჩვენ გვქონდა ძალიან მწვავე პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს რეპორტში საქართველოს საქმე.

კერძოდ, ეს არის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომლის ძირითადი მიმართულებაა გამოდეპორტებული ადამიანების საქმე. სულ მცირე, 1500 ადამიანია დაზარალებული. ეს საქმე საქართველომ მოიგო 2019 წელს. დიდმა პალატამ თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 10 მლნ ევრო. ეს საქმე აუცილებლად მოხვდება ამ ანგარიშში და ასევე მოხვდება რეზოლუციაში. ვფიქრობ, ყველა ასეთი პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დაზარალებული ქართველების თემა იყოს ყურადღების ცენტრში", - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, რუსებს ჰქონდათ მწვავე პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


„ბუნებრივია, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს საქმე არ მოხვდეს ანგარიშში, მაგრამ, კონვენციაც და ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტიც ჩვენს მხარესაა. მთავარია, ჩვენ ვიყოთ აქტიურები და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აიძულოს რუსეთი, გადაიხადოს დავალიანება, რომელიც აქვს ამ მოქალაქეების მიმართ", - განაცხადა სოფო კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42