ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ აეროპორტის ძველი შონობის ფასადის ნაწილი იცვლება, შესაბამისად, სამუშაოებისთვის ხარაჩო იყო დაყენებული.
უწყებაში მომხდარს ძლიაერ ქარს უკავშირებენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინტერიერის მოწყობაზე 11 661 920 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ამავე თანხით აეროპორტის ძველი და ახალი ტერმინალების მოწყობა დაგეგმილიც. ტენდერი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა.
სარემონტო სამუშაოების მიუხედვად აეროპორტი მგზავრებს მაინც მოემსახურება. პირველი ეტაპისთვის მგზავრებს შენობის ახალი ნაწილიდან შეეძლებათ ქვეყნის დატოვებადა დაბრუნება. როგორც კი ძველი სივრცე განახლდება, გამოიყოფა ახალი სივრცეები.
შენიშვნა: ფოტოს "ქუთაისიპოსტი" ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






