''ღმერთო, დედა მიცოცხლე, მხოლოდ ამას გთხოვ''
პოლიტიკა - 14:38, 10 Jan, 2020     1006

10 წლის ნინო ყოველდღე სთხოვს უფალს, რომ დედიკო ოლიკო უცოცხლოს. სკოლიდან დაბრუნებული მიუჯდება პარალიზებულ დედას და ამბებს უყვება, მან იცის, რომ დედიკო შეიძლება ვერ პასუხობს, მაგრამ მისი წარმატებები ახარებს.

პატარა ნინოს არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. 2 წლის იყო როცა მის საყვარელ დედიკომ ინსულტი გადაიტანა. მას ახსოვს როგორ გახდა დედა ცუდად და როგორ ებრძოდა სიკვდილს. მას ახსოვს, რომ სახლში ყოველთვის ვიღაც ტიროდა.

6 წლისამ იცოდა ყველა წამლის დასახელება და დანიშნულება. როდის რა წამალი უნდა მიეღო დედას, არაერთხელ გადაურჩენია სიკვდილს. ახლა კი ნინო 10 წლისაა და როგორც დიდი ადამიანი, დედასაც ასე უვლის და ოცნებებიც უკვე აღარ აქვს ბავშვური.

-ნინო, მოგვიყევი, რა მოუვიდა დედას?

ნინო: 8 წლის წინ, როდესად დედა 22 წლის იყო, მას დაემართა ინსულტი. ეს არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა. საშინელი დაავადება, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი.

-ნინო, საიდან იცი ეს? ვინ მოგიყვა?

ნინო:მე დედიკოს დაავადების შესახებ ყველაფერი ვიცი. ექიმი მინდა გამოვიდე და მას განვკურნავ! არამარტო დედიკოს, ყველას დავეხმარები ვისაც ფული არ ექნება სამკურნალოდ!

-თქვენ არ გაქვთ ფული?

ნინო: არა, საიდან უნდა გვქონდეს? კარგი სწავლისთვის ჯერ ფულს არ მაძლევენ(იღიმის). პენსია და სოციალური დახმარება 160 ლარის სახით-აი ეს არის მთელი ჩვენი ფული და დედას იცით რამდენი წამალი სჭირდება? მე და ბებოს შეგვიძლია არ ვჭამოთ, მაგრამ დედიკომ აუცილებელია მიიღოს წამლები და კარგად იკვებოს, რომ ჯანმრთელი მყავდეს. მის გარეშე ხომ ყველაფერს დაეკარგება აზრი. ღმერთმა გამოუგზავნა მას ჩემი თავი, რომ მე მოვუარო მას, რადგან დედიკო არის ჩემი გული.

-ნინო, როგორ ახერხებ ასეთ მდგომარეობაში კარგად სწავლას?

ნინო: ვიცი, რომ ერთადერთი საშუალება იმისა, რომ გადავარჩინო დედა, არის კარგი სწავლა, დიდი ფულის შეგროვება და როგორ შევძლებ ამას თუ არა კარგი სწავლით? ...მთავარია დედა იყოს ძლიერად და იმ დრომდე არ დამტოვოს, ხოლო მე მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყოველდღე ვთხოვ ღმერთს, რომ მაჩუქოს დედიკოს სიცოცხლე. მე არასოდეს ვთხოვ მას სათამაშოებს, ტკბილეულსა და ტანსაცმელს! დედიკოს სიცოცხლე-ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ამქვეყნად!

-ნინო, გინდა ჩვენს მკითხველს მიმართო?

ნინო: მე გეტყვით, რომ გაუფრთხილდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, ხშირად ჩაეხუტეთ, მოეფერეთ მათ, რადგან ეს მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

-ნინო, რაზე ოცნებობ? რამე ბავშვური ოცნება თუ გაქვს?

ნინო: მე ვოცნებობ, რომ შევაგროვო ფული და დედას ჩავუტარო რეაბილიტაციისა და მასაჟების ერთი კურსი მაინც. მას ეს ძალიან სჭირდება. ფეხებისა და ხელების მასაჟს ვუკეთებ, მაგრამ, ალბათ, ჩემს პატარა ხელებში არ მაქვს საკმარისი ძალა, რომ დედა გამოვაჯანმრთელო. დედას სჭირდება საკვები, ხორცისა და რძის პროდუქტები, ძალები რომ მოიკრიბოს. კიდევ მას სჭირდება პამპერსი (ისევ აევსო თვალები ცრემლებით)...დედას სჭირდება პამპერსი...წამლები... და... დააა...(ნათელი იყო, რომ პატარა ნინოს თავისთვისაც უნდოდა ეთხოვა რაღაც, მაგრამ იმდენად მოერიდა, რომ ცრემლებიც კი დაუგუბდა თვალებში და გაჩუმდა)

-საყვარელო, წარმოიდგინე, რომ დედიკოს უკვე ყველაფერი აქვს, მითხარი შენთვის რა გინდა?

ნინო: მე მჭირდება თბილი ქურთუკი და ჩექმები... და ტელეფონი (პატარამ თვალებზე ხელები აიფარა და ატირდა). არაა, არ დაწეროთ ამის შესახებ, მე ყველაფერი მხოლოდ დედიკოსთვის მინდა.

-შენ ხომ იცი, საქართველოში ბევრი კეთილი ადამიანი ცხოვრობს. ხომ გჯერა, რომ როდესაც ისინი გაიგებენ შენი გასაჭირის შესახებ, აუცილებლად დაგეხმარებიან?

ნინო: რა თქმა უნდა! რომ არა კეთილი ადამიანები, რომ არა ჩემი მეზობლები, მე მომიწევდა სკოლის შემდეგ მათხოვრობა, მაგრამ ღმერთმა ინება, რომ ჩვენს გვერდით აღმოჩენილიყვნენ ყველაზე კეთილი მეზობლები, ყველაზე კეთილი ადამიანები დედამიწაზე! ახლა კი მჯერა, რომ მათი რიცხვი გაიზრდება!

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას მიმდოდაური ოლიკოს დასახმარებლად. ფონდი არ შემოიფარგლება ერთჯერადი დახმარებით. ქართველებმა უნდა იცხოვრონ ისე, როგორც შეეფერება ყველაზე ამაყ ერს.

გადარჩენისათვის მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი! დაეხმარეთ მათ, ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ახლობლები არიან და რომ ეს პატარა, უსაყვარლესი გოგონა თქვენი სისხლი და ხორცია.

დაუკავშირდით მათ, ჰკითხეთ თუ რა ესაჭიროებათ, გაამხნევეთ პატარა ნინო და უთხარით, რომ მარტო არაა ამ ბრძოლაში და რომ თქვენ, კეთილი ადამიანები მათ არ მიატოვებთ. ეს უმნიშვნელოვანესია!

თქვენ შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ ისინი. მათი საკონტაქტო ნომერია: 598 19 73 45 (ბებია მაია)მისამართი: ორთაჭალა, პირველი შესახვევი,№3.

აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის შესახებ.

უფალი გვაძლევს საშუალებას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. დედასა და მის საყვარელ მზრუნველ შვილს.

ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 - დანიშნულება (ოლიკო მინდოდაური)

საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/535-mindodauri/

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს. თუ გსმენიათ ადამიანის შესახებ, რომელსაც სჭირდება დახმარება, მოგვწერეთ მისი პრობლემების შესახებ მეილზე: office-fsp@fsp.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42