ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბრალი წაუყენონ - "დაიწყო მოთქმა, რომ ირაკლი ზარქუა დამითეთქვია"
პოლიტიკა - 13:53, 28 Jan, 2020     1479
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ნაცემი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ საკრებულოში მომხდარ დაპირისპირების გამო ბრალი არა ძალადობაში იდენტიფიცირებულ პირებს, არამედ მას წაუყენონ.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ხაბეიშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მას ჯგუფურად დედაქალაქის მერის, კახი კალაძის დავალებით გაუსწორდნენ.

„ეს ადამიანები ჯგუფურად, ორგანიზებულად დამესხნენ თავს კალაძის დავალებით. ეს მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომალაურთან შეთანხმებით. ეს კადრები ყველამ პირდაპირ ეთერში ნახეთ, თუმცა იმდენად გაუკუღმართებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ბრალი პირიქით მე წამიყენონ. ყველაფერი აქეთკენ მიდის. დაიწყო მოთქმა, რომ ირაკლი ზარქუა დამითეთქვია.

ამათგან არაფერია გასაკვირი. აგერ უგულავას მოჭიდავე დაესხა თავს და იმის ნაცვლად, რომ მოძალადე დაეკავებინათ, ოპოზიციის წარმომადგენელს წაუყენეს ბრალი“- თქვა ხაბეიშვილმა.

"ოცნების" დეპუტატები ლევან ხაბეიშვილს პარასკევს, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში დაესხნენ თავს. მას რამდენიმე პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შსს-მ ხაბეიშვილის ცემაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42