2018 წელს საინტერესო პროექტების განხორციელების შემდეგ მსახიობს ახალი წარმატებები აქვს.
ალბათ ქალაქში შეამჩნევდით, რომ ბოლო 2 თვეა აქა-იქ გადაღებები მიმდინარეობს, ძირითადად აზიური ჯგუფი მუშაობს და თითქმის ყველგან გხვდება რაღაც ტერიტორია გადაკეტილი. თბილისის მოქალაქეებსაც, რა თქმა უნდა, აინტერესებთ რა ხდება?
ქართული პროდაქშენი „სარკე“ ჩინურ კომპანიასთან კოპროდუქციით, ჩინურ ტელესერიალზე მუშაობს. როგორც კომპანიამ განაცხადა ინფორმაცია სერიალის შესახებ კონფიდენციალურია, საჯაროდ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სერიალის მოქმედება საქართველოში ვითარდება და ქართული ჯგუფიდან ერთერთი მსახიობი ნიკა გორდეზიანია.
ჩვენმა გამოცემამ მსახიობთან დაკავშირება სცადა მაგრამ სამწუხაროდ ნიკამ ჩვენთან შეხვედრა ვერ მოახერხა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. როგორც სატელეფონო საუბრისას განაცხადა ძალიან მასშტაბური საერთაშორისო პროექტია და მისთვის ძალიან სასიამოვნოა სხვა ქვეყნის ვარსკვლავებთან მუშაობა.
მასალის გამოყენების პირობები