დრამერი ასე ქვია რეჟისორ კოტე კალანდაძის ნამუშევარს, რომელიც თანამედროვე ქართველი როკ მუსიკოსების ცხოვრებასა და შემოქმედებაზეა აგებული. როგორც კომპანიასთან საუბრისას დავადგინეთ ნიკა ერთერთ მთავარ პერსონაჟს ასრულებს. კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია. ფილმის გადაღება ცოტა ხნის წინ დასრულდა და როგორც კომპანია აცხადებს სავარაუდოდ 2019 წელს ვიხილავთ. ფილმში ასევე მონაწილეობენ : ლაშა ცქვიტინიძე, გოგი ძოძუაშვილი, ნატა სოფრომაძე და სხვ.
ნიკა გორდეზიანი ჯერ კიდევ 2014 წელს გაიცნო ქართველმა მაყურებელმა, მაშინ, როცა რუსთაველის თეატრის წამყვანმა მსახიობმა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგმა, ნანუკა ხუსკივაძემ მესამე კურსის სტუდენტებთან (რეჟისორ გიზო ჯორდანიას ჯგუფი) ჟან ანუის „ანტიგონე“ დადგა. სპექტაკლის პრემიერა თეატრალური უნივერსიტეტის სასწავლო სცენაზე შედგა, სპექტაკლში მესამე კურსის სტუდენტებთან ერთად რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძეც მონაწილეობდა. “ანტიგონეს” მთავარი პრობლემა პიროვნება და მისი სისტემის მიმართ დამოკიდებულებაა.
სწორედ მაშინ დაიმსახურა მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება ქოროს როლის შემსურლებელმა ახალბედა მსახიობმა ნიკა გორდეზიანმა. რეჟისორის გადაწყვეტილებით ამ როლს “კორიფე” ქვია და ქოროს გარდა რამდენიმე პერსონაჟის გაერთიანებაა.
2014 წელს, სპექტაკლის ნახვის შემდეგ, მის შესახებ ასეთ შეფასებებს მოისმენდით: ,,ნიკა გორდეზიანი აღმოჩენაა ქართული თეატრის სცენაზე Მისი შესრულება კი ნამდვილად უნაკლოა. იგი მისტიურობის, ზებუნებრივი ძალის და გონიერების განსახიერებაა. ის პირველია ვინც სცენაზე ჩნდება და მისი გამოჩენისთანავე მაყურებლის გულებში, კითხვის ნიშანი და ამოუცნობი შიში ისადგურებს. ის მუდამ თან ახლავს ანტიგონეს როგორც მისი ბედისწერა და მას მხოლოდ ანტიგონე ხედავს. მის შესრულებაში ძლიერი მუხტი, ენერგია და, ამავდროულად, სიმშვიდე იგრძნობა.’’
სპექტაკლის შემდეგ მაყურებელი დარბაზს უდიდესი სიამოვნების შეგრძნებითა და ერთი კითხვის ნიშნით ტოვებდა: ყველას აინტერესებდა ვინ იყო “კორიფე”. Როგორც ჩანს, ახალბედა მსახიობმა მაშინ მიზანს მიაღწია, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, სწორედ ეს იყო მისი ამოცანა - “ მინდა, რომ მაყურებელმა გადაწყვიტოს ვინ არის კორიფე. Ჩემთვის ის ყველაფერია, ბედისწერა, ანტიგონეს გარდაცვლილი ძმა პოლინიკე, სიკვდილი, ღმერთი.. “
მისი შესრულება დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა და პედაგოგებმაც:
“ამ ბიჭს ძალიან დიდი მომავალი აქვს” - გიორგი შალუტაშვილი
“დიდი ხანია არ მინახავს სცენაზე ასეთი პლასტიკა, ძალიან დასამახსოვრებელი ნამუშევარია” - ლაშა თაბუკაშვილი
“ეს მსახიობი მალე გააცნობს ყველას თავს’’- ნიკა წულუკიძე
ასეც მოხდა! დღეს ნიკა გორდეზიანს ყველა იცნობს და მაყურებელი სულმოუთქმელად ელის ახალი ფილმის კინოეკრანებზე გამოჩენას!
მასალის გამოყენების პირობები