შს მინისტრი იზორიას ძმას ამართლებს და საკუთარ თანამშრომლებს უპირისპირდება:"იქნებ პოლიციელები აყენებენ შეურაცხყოფას, ბოლომდე ნახეთ ვიდეო?"
პოლიტიკა - 12:29, 28 Jan, 2020     1906
ძმებ იზორიების სკანდალზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს განმარტებების გაკეთება მოუწია. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მსგავსად, ვახტანგ გომელაურმა უპრეცენდენტო სკანდალში გახვეული თავადცვის ყოფილი მინსიტროს ოჯახის დაცვა სცადა და არ გამორიცხა, რომ ლევან იზორიას ძმისთვის, შეუარაცხყოფა თავდაპირველად პოლიციელს მიეყენებინა.

მეტიც, გომელაური ამტკიცებს, რომ „კიტა“ იზორიას დაკავებისას პატრულისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

გომალაურს, რომელიც იზორიას ძმის დაკავების მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი თანამდებიბა ეკავა, პასუხი არ აღმოაჩნდდა, რატომ გაუშვეს იზორია „ჩარევის“ შემდეგ.

მინისტრი ხაზსს უსვამს არა თავად შემზარავ ფაქტს, არამედ იმას, რომ ფაქტი მოხდა ექვსი წლის წინ და მინიშნებას აკეთებს კადრების შესაძლო შენახვაზე.

„საერთოდ არ მახსოვდა, ეს დვალიშვილი (პოლიციელი, რომელმაც სკანდალური კადრები გაასაჯაროვა). რაც შეეხება დევნას, რომელზეც ეს ადამიანი საუბრობს. უბრალოდ საპატრულო პოლიციაში რეფორმა გატარდა და ამ ადამიანს უწევდა სხვა თანამდებობაზე გადასვლა. ეს ჩვეულებრივი თემაა, ხვალ შეიძლება დამიუძახონ და მითხრან რომ მოადგილედ უნდა გადავიდე, რადგან სამინისტროს, გუნდს ასე სჭირდება. როგორც გადაწყვეტს მთავრობა პრემიერი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გამოვვარდე ჩანაწერებით.

თუ მან (დვალიშვილმა) ნახა რომ ეს დანაშაული იყო, წაეღო ჩანაწერი გენ. ინსპექციაში ან პროკურატურაში. და არ უნდა შეენახა... თავდაცვის მიზნით შევინახე, ვინ დევნიდა?! 6 წლის განმავლობაში ეს ადამიანი თანამდებობაზე იყო. ვინ დევნიდა, 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე, მივიდა, დაიწყო მუშაობა ამ ქალბატონმა. არავის ხელი არ შეუშლია. როგორ ფიქრობთ, 6 წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სხვა სამსახურების მეირ ან ზეწოლის ქვეშ, ეს ადამიანი იმუშავებდა კიდევ?“- აცხადებს შს მინისტრი.

რაც შეეხება კიტა იზორიას საქციელს, გომელაურის განცხადებით, იზორიას დანაშაული არ ჩაუდენია.

„ეს იყო აგრესიული საუბარი. მახსოვს კადრებში ეუბნება, ფორმას გაგხდიო, ეს არაა დანაშაული... უარესებიც ხდება"ამბობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს დანაშაული, გომელაური ამბობს, რომ ეს "ორმაგი სტანდარტია" და დაიხმარს აქციებზე მომხდარ ფაქტებს, - "იგივე თქვენი ტელევიზია დამისვამს კითხვას ხვალ, თუ რატომ დააკავეთ პარლამენტთან აქციაზე ადამიანი, რომელმაც შემოახია, შეურაცხყოფა მიაყენა, ზოგმა ჩაფხუტზე ჩამოარტყა ხელი, ზოგმა ხელი კრა პოლიციელს", - თქვა გომელაურმა და აღნიშნა, რომ ლევან იზორიას ძმა პოლიციელს ხელითაც არ შეხებია. "უარესებიც ხდება" - ამბობს ძალოვანი.

"ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაშინ როცა მოხდა, ვიცოდით, გავიგეთ, რომ გააჩერეს და რაღაც ინციდენტი მოხდა, მეც დავარქმევდი, რომ რაღაც უმნიშვნელო. იქ არ მიდის არც ხელით შეხება და არც გინება. ასეთი პრეცედენტი ძალიან ბევრი ხდება. თუნდაც ავიღოთ აქციების დროს, ამაზე ათჯერ უფრო მძიმე თემები ხდება, რომელსაც არ ვაკავებთ. პოლიციას იქ არ აგინებს", - განაცხადა გომელაურმა.

"რა თქმა უნდა, ეს ძლიან არასასიამოვნო იყო. ეს ადამიანი აგრესიული გახდა, თუმცა ამ ვიდეოს წინ რა უძღოდა ის არ ჩანს. რატომ გახდა ეს ადამიანი აგრესიული? ეს ადამიანი, როგორი ადამიანია ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ შევაფასო, ბოდიშს მოგიხდით. ოჯახმა გააკეთა განცხადება და ა.შ. ის თემა, რომ ის ადამიანი ხელით ეხება, არ აგინებს... ნუ, მოხდა ეს პრეცედენტი ექვსი წლის წინ“- აცხადებს გომელაური და იქვე მიმართავს ჟურნალისტს, რომ „მანამდე ნახეთ რა მოხდა? იქნებ პატრული აყენებს შეურაცხყოფას?“.

„ერთს ეუბნება, როგორც მახსოვს: "ფორმას გაგხდით". ეს არ არის დანაშაული. უარესები ხდება. უარესები რომ ხდება ეს არ არის გამართლება, მაგრამ ასეთი შემთხვევბი, რომ ადამიანს არ აკავებ ხშირია.

მანამდე რა მოხდა იცით? ნანახი გაქვთ თავიდან ბოლომდე ვიდეო? ჯერ უყურეთ. მეც ბევრი რამე ვიცი მონაყოლით. იქნებ ესენი აყენებენ შეურაცხყოფას, ვთქვათ, არ ვიცი, შეიძლება, ხო. ”- აღნიშნა გომელაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42