ბლაუნშტაინ საქართველო - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ინვესტიცია ონის მუნიციპალიტეტში
პოლიტიკა - 17:29, 27 Jan, 2020     1495


მიმდინარე წლის 27 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე იმყოფებოდა სოფელ შარდომეთში , დაათვალიერა შპს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეღორეობის ფერმის კომპლექსის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც კომპანიამ 2018 წელს დაიწყო.
ფერიმის მშენებლობა განხორციელდება ოთხ ეტაპად და გათვლილი იქნება 224 დედა ღორზე.
ჩვენთან საუბარში შპს „ბლაუენშტაინ საქართველო” მეცხოველეობის მიმართულების ხელმძღვანელმა ლაშა ჯაფარიძემ განაცხადა,რომ- ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი ეტაპის სამუშაოები რომლის დასრულება 2020 წლის აგვისტოში იგეგმება.
პირველი ეტაპი მოიცავს 70 დედა ღორზე გათვლილ ბლოკს და საკვების საწარმოო განყოფილებას.კომპლექსი აღიჭურვება ლაბორატორიით და შემდგომ, ადგილზე მოხდება საწარმოო დედა ღორების გამოყვანა.
შერჩეულია ინგლისური ლანდრას და იორკშირის ჯიშები. მნიშვნელოვანია, რომ ღორის კვება გათვალისწინებულია მხოლოდ ნატურალური მარცვლეულით, რაც პირდაპირ აისახება ხორცის ხარისხზე, მის უვნებლობასა და გემოვნურ თვისებებზე.
მთლიანი კომპლექსის ჯამური ინვესტიცია შეადგენს - 7 000 000 ლარს, ხოლო პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა არის 4 000 000 ლარი. კომპლექსის ოთხივე ეტაპის დასრულება იგეგმება 2022 წლისათვის.
ტექნოლოგიური პროექტი შეასრულა ავსტრიულმა კომპანიამ Schauer Agrotronic-მა.
ემზარ საბანაძემ ასევე დაათვალიერა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი - სათავო ფერმა. სწორედ აქ ხდება, რეგიონის პირობებისათვის საუკეთესო ჯიშის საქონლის გამოყვანა. სწორედ სათავო ფერმაა ერთგვარი სივრცე, სადაც ხდება მოწინავე შვეიცარიული გამოცდილების, ქართულ რეალობაში გადმოტანა
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ სათავო ფერმაში, დანერგილია საქონლის მოვლის ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დაავადებათა კონტროლის შვეიცარიული სტანდარტები, რომელსაც შვეიცარიელი კონსულტანტები მეთვალყურეობენ. მათ მიერ კონტროლი ხდება, როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად - შვეიცარიიდან.
ფერმაში ჩამოყალიბებულია აგრონომიული და ვეტერინარიული სამსახურები, რომლებიც სამომავლოდ, ფერმერებს მოემსახურებიან და დაეხმარებიან ევროპულ სტანდარტების დანერგვაში.
კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ , მუდმივად და მკაცრად კონტროლდება სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
„ბლაუენშტაინ საქართველო” შვეიცარიულ-ქართული საინვესტიციო პროექტია, რომელსაც 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ემზარ საბანაძე მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ კერძო ინვესტიციებს,წარმატებულ პროექტებს მომავალშიც გაეცნობა და მუნიციპალიტეტის შესაძლებლობისა თუ კომპეტენციის ფარგლებში სრულიად დაუჭერთ მათ მხარს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42