ლევან ხაბეიშვილმა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო დატოვა, სადაც ის საკრებულოში მომხდარ ინცინდენტზე მეორედ გამოიკითხა.
ენმ-ს დეპუტატი შერჩევით სამართალზე საუბრობს:
„კალაძემ რომ ფარჩაკი მიწოდა, ნაძვის ხეზე დაგკიდებო რომ მითხრა და შეურაცხყოფა მომაყენა, რომ ვცემო და დავალურჯო ჩემს კოლეგებთან ერთად ჯგუფურად, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?! რა თქმა უნდა, იქნება მყისიერი რეაგირება და მე მაშინვე დამაკავებენ ჩემს კოლეგებთან ერთად. გარდა იმისა, რომ მუხლს მომიყენებენ, რამეს 8-დან 16 წლამდე, აუცილებლად ყველა იტყვის, რომ მოხდა ძალადობის უპრეცედენტო შემთხვევა"- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეში საბოლოო ჯამში დამნაშავედ შესაძლოა, თვითონ ის გამოიყვანონ.
საბოლოო ჯამში, ჩემი წინასწარმეტყველება დაიმახსოვროს საზოგადოებამ - მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ასე ტურებივით დამესივნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ, საბოლოო ჯამში ხაბეიშვილი გამოვა აქედან დამნაშავე",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






