"ხაბეიშვილის ბინძური განცხადებები... საარჩევნო წელია, ბევრი პროვოკაცია იქნება" - კალაძე ხაბეიშვილის ცემაზე
პოლიტიკა - 14:55, 27 Jan, 2020     1249

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ საარჩევნო წელია და პროვოკაციები ბევრი იქნება.

ფაქტის შეფასებისას დედაქალაქის მერმა მედიას უთხრა, რომ ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე მიუღებელი სიტყვიერი შეურაცხყოფა.

"მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა ადამიანებზე, რასაც ჩვენ ვისმენთ მთელი ამ ხნის განმავლობაში და არაერთი ფაქტი არსებობს ამის. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, შევდივართ პოლემიკაში, დებატებში, ეს ნორმალურია. პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ ადამიანს მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. გადახვიდე მის ოჯახის წევრებზე... თუმცა წელს საარჩევნო წელია, დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება მათი მხრიდან დაგეგმილი ასეთი პროვოკაციები. ყველას მინდა მოვუწოდო, ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი, არ აყვნენ პროვოკაციებს", - თქვა კალაძემ და ხაბეიშვილი "ბინძური განცხადებების" გაკეთებაში დაადანაშაულა:

"ხაბეიშვილისგან ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ბინძური განცხადებები (რომ თავდასხმა კალაძემ დაგეგმა) , ეს მისი სტილია, ეს ადამიანი არის ზუსტად იმისთვის, რომ ისაუბროს სიცრუეზე, ისაუბროს ტყუილზე, ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა. ზოგადად, ცემის ფაქტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სამწუხარო ამბავია და ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა. თუმცა ასევე ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ეს ყველანაირ პოლიტიკას სცდება. ჩვენ შეგვიძლია ვიდებატოთ, შევიდეთ პოლემიკაში, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე, ვართ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ცხადია, ყველას ვერ გვექნება ერთნაირი შეხედულებები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, მათ შორის ფიზიკური ძალადობაც", - თქვა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42