ხმაური საკრებულოსთან - ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შეკრებილებმა ადგილზე ნაგვის ურნა მიიტანეს
პოლიტიკა - 12:33, 27 Jan, 2020     906
ხმაურია ამ წუთებში თბილისის საკრებულოსთან, სადაც მოქალაქეები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ.
ისინი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.
შეკრებულების მთავარი მოთხოვნაა დეპუტატებმა, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემაში მიიღეს მონაწილეობა, დეპუტატის მანდატი დატოვონ.
ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აქციის მონაწილეებმა შენობასთან, მიიტანეს ნაგვის ურნა და მას დეპუტატების ფოტოებს აკრავენ. ​

საკრებულოსთან სამოქალაქო მოძრაობა "გაბედესა" და "შეცვალეს" წევრებიც არიან მობილიზებულნი, რომლებმაც შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

"პასუხი არ აქვთ შეკითხვაზე, რატომ არ მიშვებენ. თქვენ როგორც იცით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ შენობაში შევიდეს. მე მსურს შევიდე მხოლოდ მე, შევხვდე ტყემალაძეს და ვესაუბრო მას, თუ რას აპირებს "ქართული ოცნება", როგორ აპირებს რეაგირებას ძალადობის ფაქტზე, რომელიც აქ შედგა. მაგრამ ჩარაზეს შენობა და პარლამენტის წევრსაც კი არ უშვებენ, ყოველგვარი კანონის დარღვევით, ეს არის გაუქმებული სახელმწიფო და გაუქმებული კანონი ქვეყანაში, რასაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ მათი საკრებულოს შენობაში არშეშვება "ქართულ ოცნებაში" არსებულ შიშს უკავშირდება.

"საკრებულოს შენობა არის ალყაში მოქცეული. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ეშინიათ. საკრებულო გადაქცეულია დამნაშავეების შტაბბინად. არიან აგონიაში, არ აქვთ არგუმენტები და ხალხის მიერ ზეწოლას ვერ უმკლავდებიან. ქართველი ხალხი მათ მალე დაამთავრებთ", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

"ეს არის ის პოლიტიკური სანაგვე, რომელშიც მალე აღმოჩნდებიან მმართველი გუნდის დეპუტატები და მთლიანად "ქართული ოცნება". დაცვის სამსახური ცდილობს, რომ მომიტინგეებს ტერიტორია დაატოვებინოს.

საკრებულოს ყველა შესასვლელი ჩაკეტილია, მათ შორის მთავარი შესასვლელიც და შენობაში შესვლის შესაძლებლობა არც ჟურნალისტებს ეძლევათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42