საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს.
საქართველოს გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, რომ საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს. გასაუბრების პროცესი "ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.
გენერალური პროკურორის შერჩევას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანო ბიძინა ივანიშვილის გავლენას ექვემდებარება და უშუალოდ მის დაკვეთებს ასრულებს, რაც, შოთაძის კიდევ ერთხელ გენერალურ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში, კვლავ გაგრძელდება.
"შოთაძის ხელახლა შემობრუნება ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის რომ აპირებს რეპრესიების გაგრძელებას, იმ დანაშაულების დამალვას, რომელშიც მონაწილეობენ ხელისუფლების პირები. იუსტიციის საბჭო და საპროკურორო საბჭო ეს არის პოლიტიკურად მართული ორგანო, რომელიც ემსახურება არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ ერთი ადამიანის ინტერესებს. სამარცხვინოა, როდესაც წინასწარ პროგნოზირებადია ყველაფერი, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
"შოთაძეს აირჩევს საპროკურორო საბჭო, დანარჩენი მთელი ეს პროცესი არის ფიქცია და ფასადური. ამას არანიარი მნიშვნელობა არ ექნება. მნიშვნელოვან პროცესებზე გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი. რაც ყველაზე სამწუხაროა, ფსევდოდამოუკიდებელი უწყებები იქმნება ქვეყანაში," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.
მმართველ გუნდში კი ისევ აცხადებემ, რომ ყოფილი გენრალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანია.
"თუ გადმოგზავნილ კანიდატთა შორის ირაკლი შოთაძე იქნება, ჩემი მხრიდან მას მხარდაჭერა ექნება. გამომდინარე იქიდან რომ ის არის საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






