მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ შვილის ფოტოები კალანდიების ოჯახს მიაყარა და სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
სარალიძის თქმით, მისი ოჯახის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
"მე როგორც ვხედავ, აქ აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს"- თქვა სარალიძემ.
შვილმოკლულმა მამამ სასამართლოს ეზოშიც მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ კალანდია 15 წლიან სასჯელს მოიხდის, ის შემდგომ მაინც აღმოჩნდება თავისუფალი
„რაზე მელაპარაკებით, მთელი საქართველოს კანონმა მითხრა 15 წელზე მეტს ვერ მივცემ შენი შვილის მკვლელებსო. რა მნიშვნელობა აქვს, 15 წლის მერე ხომ გამოუშვებენ. შთამომავალი, რომელიც მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა და გუშინ კიდევ მიგინეს, ამ კითხვაზე როგორ გაგცეთ პასუხი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






