გიორგი დვალიშვილი დევნაზე ალაპარაკდა და აღნიშნავს, რომ სკანდალური კადრების შესახებ ინფორმირებულია მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ფაქტი იცის მოქმედმა მინისტრმაც. სამე კი პროკურატურაშია, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა.
ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული იზორია მანქანაში პოლიციელს.
"იცი ვინ ვარ? - შენნაირებს ფორმას ვხდი. შენ საერთოდ სახლში უნდა დაჯდე. როგორი გატუტუცებულები ხართ ბიჭო თქვენ?! არ დაგინდობთ!"- აგრძელებს პოლიციის მანქანაში მყოფი იზორია სამართალდამცავების მუქარას. "დედას მოუტ..ვ ყვალას"- აცხადებს სამხრე კამერის ჩანაწერში იზორიას ძმა.
ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდის ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც კიტა იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.
კიტა იზორია კი ამის შემდეგაც არ წყვეტს პოლიციელზე მუქარას.
"არა ტო, რამდენჯერ უნდა გაპატიოთ, მე მაპატიეთ თქვენ რამე?
პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია და ქვეყნის დატოვებას არ გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები






