მისი თქმით, სადისერტაციო ნაშრომი პლაგიატის დამდგენ პროგრამებში „Turnitin“ და „Urkund“ გატარდა. „პირველ შემთხვევაში დაფიქსირდა პლაგიატის 8% და თან განმარტებულია, თუ რა არის ეს დამთხვევა და მითითებულია წყაროები, ხოლო Urkund“-მა 0%-იანი დამთხვევა აჩვენა. ამ დასკვნას რამდენიმე ექსპერტი აწერს ხელს. თუ რაზე აკეთებენ აპელირებას ჩვენი ოპონენტები, როცა აფიქსირებენ 34 %-იანი დამთხვევას, ვერ გეტყვით, ეს თავად მათ ჰკითხეთ,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ რექტორის განმარტავს, რომ პლაგიატი გულისხმობს დაზარალებულსაც. „ვისი უფლებები შეილახა? საუბარია პარლამენტის დადგენილებაზე, რომლის შემუშავებაზე მუშაობდა ჯგუფი ჩემი ხელმძღვანელობით. დისერტაციაში მოხსენიებულია ეს ჯგუფიც, მისი თითოეული წევრი. თუმცა, არ არის მითითებული სქოლიოში. ასეთი ვალდებულება კი არ არსებობს, რადგან პარლამენტის დადგენილების, როგორც სხვა საკანონმდებლო აქტების სტატიაში, დისერტაციაში გამოყენებისას ეს სავალდებულო არაა. ასე, რომ ეს პლაგიატი არ არის.“
გიორგი შარვაშიძის თქმით, არ არსებობს ადამიანი, ვისი საავტორო უფლებებიც შეილახა, „თუმცა, მოვუწოდებ ყველას, ვინც თვლის, რომ მისი საავტორო უფლებებია დარღვეული და ჩაგრულად გრძნობს თავს, აუცილებლად მიმართოს სასამართლოს. შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე სწორი გამოსავალია სამართლებრივი გზა.“-აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები