"ესაა შეტევა უნივერსიტეტზე"- თსუ რექტორის განცხადება
განათლება - 19:58, 22 Jan, 2020     4270
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ბოლო პერიოდში მის წინაღმდეგ გავრცელებულ "ცრუ ბრალდებებს" უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თსუ-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
„უნივერსიტეტის განვითარების ქვაკუთხედი არის მისი რეპუტაცია. როცა უნივერსიტეტის რექტორს უტევ, ეს არ არის პერსონალური შეტევა. ესაა შეტევა უნივერსიტეტზე,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ პრესკონფერენციაზე. როგორც რექტორმა აღნიშნა, არ აპირებდა ბრალდებებზე პასუხის გაცემას ამ ფორმატით, თუმცა განმარტება საჭიროდ ჩათვალა, რათა სტუდენტების, პროფესურის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი არ შეილახოს.


„როდესაც უნივერსიტეტის რექტორობას ვაპირებდი, კარგად ვიცოდი, რომ მოვდიოდი პირველ უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ, რომ თსუ იქნება და დარჩება ლიდერი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში მიუხედავად იმისა, თუ როგორი განწყობა ექნებათ კეთილმოსურნეებს თუ მტრებს,“-აღნიშნა რექტორმა. მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატება არის შემდგარი ფაქტი ყველა იმ მაჩვენებლით, რითიც იზომება წარმატება თუ წარუმატებლობა, ეს იქნება საერთაშორისო რეიტინგები, სტუდენტების რაოდენობა, სწავლების ხარისხი, შერეული და ერთობლივი პროგრამები, საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამები თუ სხვა.

გიორგი შარვაშიძე მიუთითებს უნივერსიტეტის განვითარების და წარმატების მრავალ გარემოებაზე, მათ შორის 3 წლის განმავლობაში სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის 45%-ით გაზრდილ მაჩვენებელზე, უნივერსიტეტის ბიუჯეტის 40%-იან ზრდაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, თსუ არის ჩემპიონი უნივერსიტეტი მთელ დიდ რეგიონში. ის გეზი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის ძალიან მტკიცე და გასაგები და ეს არის წარმატების გეზი,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42