"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პროცესებს ერთი ადამიანი მართავს:
"საპროკურორო საბჭო ისევე, როგორც იუსტიციის საბჭო არის მართული ერთი პარტიისა და ერთი ადამიანის მიერ და ვის შეარჩევენ გენერალურ პროკურორად, წინასწარ არის განსაზღვრული. პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, არის თვალის ახვევა და იმიტაციის მცდელობა, თითქოს ყველაფერი დემოკრატიის გზით ვითარდება," - განაცხადა გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოშიც" მიიჩნევენ, რომ "ქართულ ოცნებაში" "საკადრო შიმშილია," რადგან ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდიდან სულ უფრო ნაკლებ ხალხს ენდობა.
"პროცესი, როგორც ყოველთვის მიდის არაგამჭვირვალედ და დაჩქარებულად. გადაწყვეტილებას ამ წვეყანაში იღებს ერთადერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და შოთაძის დაბრუნება ნიშნავს იმას თუ რაოდენ საკადრო შიმშილია "ქართულ ოცნებაში". ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს ენდობა"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან თარხნიშვილი.
მესამე სექტორის წარმომადგენლები კი, ხელისუფლებას ურჩევენ გენერალური პროკურორი ოპოზიციასთან კონსენსუსის გზით შეარჩიოს.
"სამწუხაროდ ჩვენ გენერალური პროკურორის შერჩევის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. ირაკლი შოთაძის მონაწილეობა და მის მიმართ გამოთქმული პოზიციები არავითარ ნდობას არ იწვევს. მთავარი რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაიწყოს და შესაბამისი თანამდებობის პირი კონსენსუსით დანიშნოს," - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ.
მასალის გამოყენების პირობები






