353 ავტომობილი და 1 მილიონ 600 ათასი ლარის საწვავი - მერიის მიერ მხოლოდ 2019-შ ნაყიდი საწვავით ერთი Suzuki Vitara 312-ჯერ შემოუვლიდა დედამიწას
პოლიტიკა - 10:38, 23 Jan, 2020     1620
თბილისის მერიას 353 ავტომანქანა ემსახურება, მაშინ როცა ლონდონის წარმომადგენლობით ორგანოს არცერთი. ფლანგვის დეტექტორმა დაადგინა, რომ 353 მანქანიდან 5 უშუალოდ ვიცე-მერს და მერის ოთხ მოადგილეს ემსახურება.

ავტომობილების რიცხვის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად იზრდება საწვავში გადახდილი თანხაც. 2019 წელს მერიამ 1600 000-ლარის საწვავი შეიძინა.

ფლანგვის დეტექტორმა გაარკვია, რომ მხოლოდ 2019-ში ნაყიდი საწვავით ერთი Suzuki Vitara 312-ჯერ შემოუვლიდა დედამიწას. ამასთან ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2018-2019 წელებში მერიამ საწვავში 3.3 მილიონი ლარი დახარჯა.

"თბილისის მერიის 353 ავტომობილი ემსახურება. ლონდონის წარმომადგენლობით ორგანოსა და ვილნიუსის მერიას არცერთი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ლონდონის მერი და კოლეგიის სხვა წევრები საჯარო ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

თბილისის მერიის 353 მანქანიდან 5 მანქანა განპირობებულია და უშუალოდ ვიცე მერს და მერის 4 მოადგილეს ემსახურება. ავტომობილების უმრავლესობა, რომელიც მერიის საკუთრებაშია 2011, 2013 და 2018 წლებშია შეძენილი. მათგან 2011 - 137 ავტომობილი, 2013 - 67 ავტომობილი, 2018 - 105 ავტომობილი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შეძენილი ერთი ავტომობილის საშუალო ღირებულება მკვეთრად აღემატება წინა წლებში არსებულ თანხებს. 2018 წელს შეძენილი თითოეული ავტომობილის საშუალო ღირებულება 51 ათასი ლარი იყო. საერთო ჯამში კი ამ წელს მერიამ ახალი ავტომობილების შესაძენად 5,145,787 ლარი დახარჯა.

ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად იზრდება საწვავში დახარჯული თანხები. თბილისის მერიამ 2017 წელს საწვავის შესაძენად 1,393,246 ლარი დახარჯა, 2018 წელს 289 ათასი ლარით მეტი – 1,683,244 ლარი, 2019 წელს კი 1,614,552 ლარის საწვავის შეიძინა.
2019 წელს დახარჯული საწვავით მერია შეძლებდა 312 ჯერ შემოევლო დედამიწისათვის გარშემო,

2019 წელს თბილისის მერიმ უფრო ნაკლები თანხები დახარჯა ვიდრე საწვავის შეძენაში,

ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია - 8 ჯერ ნაკლები.
ომის ვეტერანების დახმარება რაიონებში - 18 ჯერ ნაკლები.
წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება რაიონებში - 2 ჯერ ნაკლები
თბილისის მერია - https://bit.ly/2YPyitO
ვილნიუსის პასუხი -https://bit.ly/38PWLE6
ლონდონის პასუხი - https://bit.ly/34neEGH
ბიუჯეტი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4426573?publication=0" - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მერიამ და საკრებულომ უნდა გადახედოს ამ ხარჯს და შეამციროს საწვავის ლიმიტი. ოპოზიციაშია სევე აცხადებენ, რომ სრულიად შესაძლებელია აღნიშნული თანხის 50%-მდე შემცირება.

"დედაქალაქის მერია იმის ნაცვლად, რომ ბიუროკრატიას ამცირებდეს, მეტიც ვხედავთ, რომ არანორმალურად, კატასტროფულად გაზრდილია საწვავის ხარჯი. ოპტიმიზაციის პირობებში ამ ხარჯების მინიმუმ 50%-ით მოკლება არის შესაძლებელი. ლიმიტები, რაც აქვთ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებ, მერის მოადგილეებს, გამგებლებს. არის რიგ შემთხვევაში 400-500 ლიტრი თვეში, რის განახევრებაც იმ პირობებში რომ მათი უმრავლესობა კაბინეტიდანაც კი არ გამოდის არის რეალური" - აცხადებს საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42