მათი შეფასებით ამერიკელი კონგრესმენების წერილი მთავრობამ ერთი დღის დაგვიანებით და იძულებით, მხოლოდ საზოგადოების დაჟინებული მონთოვნის გამო გაასაჯაროვა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ წერილში ივანიშვილის პარტიას პროპუტინისტურ პოლიტიკურ თამაშში ადანაშაულებენ და ბოლო გაფრთხილებას აძლევენ. წელიში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუ ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკური მიზნებითვის საგამოძიებო უწყებების გამოყენებას ყოველივე ეს ქვეყნის ისედაც შელახულ რეპუტაციას კიდევ უფრო დააზარალებს.
"ის ვირ-ეშმაკობა, რაც ივანიშვილის მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, სადღეგრძელოებით საუბარი, დასავლეთზე, ნატო-ზე, ევროკავშირზე, მაგრამ რეალურად ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოება და მისი დაფინანსება არის ღალატი. ეს ღალატი ივანიშვილს და მის მმართველობას არ ეპატიება. ის წერილი გარდა შინაარსისა ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფორმით და ლინგვისტიკით, აქ არის გამოყენებული ის ენა, რომელიც არის ზღვრული ენა. იმის იქით მართლა გინება იწყება. ამიტომ ივანიშვილი უმძიმესი არჩევანის წინაშეა და სრულიად არ არის გასაკვირი თუ რატომ მალავდა ამ წერილს სახელმწიფო კანცელარია ამდენი ხანი" - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერტ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები






