"ხელისუფლება, რომელიც ღობის მიღმა არის მოქცეული სახლში უნდა წავიდეს“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 16:23, 22 Jan, 2020     1047
პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის მიზნით ღობის გავლებას გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ის მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი, ღობის გავლებით მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შეჩერებას ცდილობს. ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მსგავსი ქმედებების მიუხედავად გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმები არ შეიცვლება.

„ისინი ფიქრობენ , რომ ხალხის მშვიდობიან პროტესტს ამ შემოღობვით შეაჩერებენ. ამით თქვენ თვითონ საკუთარ თავებს იღობავთ და ღობეს ხალხსა და საქართველოს პარლამენტს შორის აღმართავთ. ის ხელისუფლება, რომელიც ღობის მიღმა არის მოქცეული სახლში უნდა წავიდეს! 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად წარსულს ჩავაბარებთ. მათი ქმედება არის არაადეკვატური პასუხი ყველა იმ მკაცრ მითითებაზე, რომელსაც დასავლელი პარტნიორებისგან ჩვენი ხელისუფლება იღებს.

ჩვენ ძალიან კონკრეტული პასუხები გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ სამოქმედო გეგმას არ შევცვლით. იქნება მშვიდობიანი პროტესტი და ეს აქციები გაიშლება საქართველოს მასშტაბით. პარლამენტის შენობაში კი „ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერ სხდომაზე შესვლა ძალიან დიდი სირცხვილი და პრობლემა იქნება. როგორ და რანაირად ამას 4 თებერვალს ნახავთ.

4 თებერვალს იქნება მშვიდობიანი პიკეტირება, მანამდე კი დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდები და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქმედებას სათანადო პასუხს გასცემს" - გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42