„ქართული ოცნება“ აგრძელებს სირაქლემას პოზაში ყოფნას! საქართველო არადემოკრატიული, უპერსპექტივო ქვეყნის მაგალითად იქცა! – „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება
პოლიტიკა - 16:42, 22 Jan, 2020     1017

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით:

„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახლახან გამართულ სხდომაზე, რომელიც დაეთმო საქართველოში შექმნილი სიტუაციის განხილვას, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი საგანგაშო სურათი უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ამის გამო არა მხოლოდ ევროპარლამენტარები, არამედ მთელი საერთაშორისო დემოკრატიული სამყარო გამოთქვამს წუხილს და ღრმა შეშფოთებას.

არ წყდება ამერიკელი კონგრესმენების, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ლიდერების მიმართვები და მოწოდებები საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ, დემოკრატიულ გზას. უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოში, რომელიც ერთ დროს აღიარებული იყო, როგორც რეგიონის ყველაზე უფრო წარმატებული რეფორმების ქვეყანა, ახლა მთელი ძალაუფლება ხელთ უპყრია ერთ ადამიანს - ჩრდილოვან მმართველს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების ყველა შტო მხოლოდ მისი სურვილების უპირობო შემსრულებელია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა CNN -ზე, რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ვლადიმერ პუტინის მომავალი გეგმები საქართველოს ჩრდილოვანი მმართველის, ოლიგარქ ივანიშვილის პოზიციას შეადარა.

საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ კვლავაც აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთების და მოწოდებების იგნორირებას და სხვადასხვა საბაბით აჭიანურებს დაპირებულ სამართლიან საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რითაც ძაბავს სიტუაციას ქვეყნის შიგნით და კიდევ უფრო დაბლა სწევს ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს.

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ ხელისუფლების ასეთი არაკომპეტენტური პოლიტიკა ქვეყანას მიაქანებს საერთაშორისო იზოლაციისკენ. ჩვენ სულ უფრო სწრაფად ვუახლოვდებით იმ საშიშ ზღვარს, როცა რეალური საფრთე ექმნება ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას. მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, როცა მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს და მხარი დაუჭიროს სამართლიანი საარჩევნო სისტემის დაუყონებლივ მიღებას, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ის დიდი და ძალიან საშიში რისკები, რომელიც გვიქადის კვლავ 90 -იანი წლების ქაოსში და უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში დაბრუნებას.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42