საია მიიჩნევს, რომ წულუკიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე სახელმწიფო ინსპექტორმა დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაიწყოს
პოლიტიკა - 14:41, 22 Jan, 2020     1295
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით.
2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯაროდ აჩვენა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის საკანში გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც შემდგომ დაიდო სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც. გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ ჩაწერა განხორციელდა 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მისი გავრცელება მოხდა 2020 წლის 21 იანვარს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომის ტრანსლირება ხდებოდა პარლამენტის ვებ-გვერდის, მედიისა და სოციალური მედიის საშუალებებით.
გარდა ამისა, მინისტრმა საჯაროდ აჩვენა სამი ვიდეოჩანაწერი, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს მსჯავრდებულები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს სამსახურის თანამშრომლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელის სახეები, ხოლო ერთ-ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით, მინისტრი ასახელებს სახელს ასახელებს სახალხო დამცველის წარმომადგენლის სახელსაც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია, მოცემულ ვიდეოჩანაწერებში დაფარულია, მსჯავრდებულთა სახეები, თუმცა ეს არ გამორიცხავს დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა იდენტიფიცირებას სხვა გზებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, იხილეთ აგრეთვე, საიას განცხადებაც.
აღნიშნული ფაქტების შესწავლა და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვიდეოჩანაწერების საჯაროდ ჩვენება საფრთხეს უქმნის სახალხო დამცველის მანდატის სანდოობას და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი ჩადენილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ და გავრცელებული კადრების გადაცემა მოხდა საჯაროდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყოს მოკვლევა, რის გამოც, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა და განცხადებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება."- განცხადებას ხელს აწერს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42