დარგის სპეციალისტების თქმით, ასეთი მწვავე წერილი მათ ბოლო პერიოდში არ ახსოვთ, რაც საბოლოოდ, მთლიანად სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ივანიშვილის გუნდმა საარჩევნო სისტემის ჩაგდებით არამხოლოდ ქართველი ამომრჩეველი, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც "გადააგდო".
მათივე შეფასებით, ხელისუფლება რეალურ სურათს ვერ აღიქვამს რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია.
"ხელისუფლება სულ უფრო არაადეკვატური ხდება. იმის ნაცვლად რომ გაიაზროს რას მოჰყვა ეს კრიტიკა, და ეს კრიტიკა სწორედ მის არასწორ ნაბიჯებს მოჰყვა - ფაქტობრივად აბუჩად აგდებას როგორც საქართველოს საზოგადოების, ასევე ჩვენი დასავლელი მეგობრების, როდესაც მან გაბედა და ჩააგდო პროპორციული არჩევნები და არამხოლოდ... იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავში ეძებოს დამნაშავე, საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეს ეძებს ოპოზიციაში. "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი მტერი თავად არის. საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ემსგავსება კედელთან მიმწყვდეულ, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ხელისუფლებას.
ვფიქრობ, რომ სანქციების პირველი ფაზა ამოქმედებულია ფეისბუქის მხრიდან. ამის შემდეგ კი მკაცრმა და კრიტიკულმა შეფასებებმა თუ არ გაჭრა, გამორიცხული არ არის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები აამოქმედოს"- აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძემ.
ექსპერტის თქმით, 30 წლიანი საექსპერტო საქმიანობის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შტურმი პირადად მას არ ახსენდება.
ამერიკის კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ერთობლივი, უმწვავესი წერილი გაუგზავნეს. ოთხმა კონგრესმენმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.
მასალის გამოყენების პირობები






