ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, მსოფლიო დემოკრატიული სამყარო შეთანხმდა, რომ ოლიგარქ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს მმართვის სადავეებს.
"როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო გიპირისპირდება, და უბრალოდ კი არ გაკრიტიკებს, არამედ გგმობს და კატეგორიულად მოითხოვს შენგან, რომ დაბრუნდე კონსტიტუციურ და დემოკრატიულ ჩარჩოში და სივრცეში და შენ ამას არ აკეთებ, შემდეგი ნაბიჯი არის კიდევ უფრო მწვავე. მსოფლიო დემოკრატიული სამყარო შეთანხმდა, რომ ოლიგარქ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს მმართვის სადავეებს და მსგავსი განცხადებები ემსახურება იმ მიდგომებს, რომელიც გულისხმობს ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩამოშორებას" - აცხადებს მელია.
საქართველოს ხელისუფლების მძიმე ოთხშაბათი - ამერიკის კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ერთობლივი, უმწვავესი წერილი გაუგზავნეს. ოთხმა კონგრესმენმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.
მასალის გამოყენების პირობები






