მორიგი უხერხულობა და პრემიერის გარემოცვის მიერ დამალული ინფორმაცია - დავოსში ჩასულ გახარიას პროპორციული არჩევნების დაპირება შეახსენეს
პოლიტიკა - 09:37, 22 Jan, 2020     3366
ჩაგდებული პროპორციული სისტემის გამო "ქართული ოცნების" ლიდერებს ქვეყნის გარეთ მძიმე შეფასებების მოსმენა უწევთ.

როგორც ირკვევა, დავოსში ჩასულ გიორგი გახარიას შეუსრულებელი დაპირება ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ შეახსენა, თუმცა პრემიერის პრესსამსახურმაგანცხადება დამალა.

"ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას"- განაცხადა გიტანას ნაუსედამ გახარიასთან შეხვედრაზე და იქვე დასძინა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის კონსენსუსის მიღწევას.

აღსანიშნავია, რომ გიტანას ნაუსედის სიტყვა ლიეტუვას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსენსუსის მიღწევას პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის და ასევე ვთვლით, რომ გარე ძალებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ უთანხმოება პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რაც შექმნის არასტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში”,- განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ძალის დემონსტრირებასა და აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გაგრძელებას. ჩვენ აღნიშნულ საკითხს საერთაშორისო დონეზე ვაყენებთ, რადგან არ გვსურს, ევროპამ აგრესიის ეს აქტი დაივიწყოს“,- განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

„გიტანას ნაუსედამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები და მიაღწიოს ევროკავშირში ინტეგრაციას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ეკონომიკური ურთიერთობებიც განიხილეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42