"თუ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებს, არჩევნების აღიარება არ მოხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 21:02, 21 Jan, 2020     958
„ახალი საქართველოს ლიდერი“ გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების გამოსვლას არაადეკვატურს უწოდებს და მათ კომპრომისებზე წასვლისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით თუ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება ევროკავშირისა და მათი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არჩევნების ჩატარება არ იქნება აღიარებული.

„დღევანდელი განხილვა ევროპარლამენტში შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად- სამარცხვინო წარმომადგენლობა და განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, აფერისტობა, რომელიც მათი მხრიდან იყო და სრულიად არაადეკვატური შეფასება ქვეყანაში არსებული რეალობის. სიცრუის ტალღით შეეცადნენ, ევროპარლამენტარები დაერწმუნებინათ, თუმცა საპასუხოდ კრიტიკის ქარცეცხლი და კონკრეტული გზავნილები მიიღეს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თუ ისინი ამავე გზით გააგრძელებენ სვლას, საქართველოში არჩევნების ჩატარება და მისი შედეგების აღიარება სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება. გამომდინარე აქედან „ქართულმა ოცნებამ“ გაკვეთილად უნდა მიიღოს, რომ საქართველო იზოლაციაში ვერ მოექცევა, იზოლაციაში მოექცევა „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის გზას არცერთ შემთხვევაში არ შეაჩერებს, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ მოქცევას „ქართული ოცნება“ ნამდვილად დაასრულებს არსებობას საქართველოში ძალინ დიდი კრახით. ის სისულელეები, რასაც როშავდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაადეკვატური იყო ,რადგან ევროპარლამენტარებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი საქართველოს მდგომარეობა. მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს- გონს მოეგეთ და დროულად დაფიქრდით, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრება გინდათ, კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ და საზოგადოების მოთხოვნა დააკმაყოფილოთ, იმიტომ, რომ დემოკრატიის ხელყოფას ევროპარლამენტარები არ გაპატიებენ. “ - გიორგი ვაშაძე

აქვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლაც შეაფასა. ვაშაძის თქმით ციხელაშვილი საერთოდ უნდა ჩამოშორდეს ამ მიმართულებით ყოველგვარ მუშაობას.
„რა თემით ჩავიდა ციხელაშვილი დღევანდელ შეხვედრაზე, რომელი სამინისტროს წარმოამდგენელი იყო?. გუშინდელი ფაქტი გვაქვს მაგალითად, რომ ხეებია მონიშნული და შეიძლება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება მოხდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა არ იმსჯელებს და არ დააყენებს ადამიანი ამ საკითხს არამარტო ოთხოზორიას, არამედ არცერთი გატაცების ფაქტზე რეაგირების საკითხს, რომელიც მთავარი თემა იყო საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ვაჟა გაფრინდაშვილიდან დაწყებული, რაღა თქმა უნდა შენ ხარ არაადეკვატური და მხოლოდ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედი. აქედან გამომდინარე ვფიქრობს, რომ ეს ქალბატონი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს და საერთოდ ჩამოშორდეს ამ მიმართულებით ყოველგვარ მუშაობას“ - გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42