"განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე" - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 18:58, 21 Jan, 2020     1637
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, ევროპარლამენტში გაკეთებულ უმწვავეს შეფასებებს გამოეხმაურა.

ვაშაძის შეფასებით, ევროპარლამენტის დეპუტატებმა უმკაცრესი, უმძაფრესი შეფასება მისცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.


„დღევანდელ ჩვენ ჩართვას ძალიან სამწუხარო მიზეზი აქვს და ამაზე სრულ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აგებენ ის ხალხი, ვინც თავის თავს „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეძახის. მათ ეყოთ „გამბედაობა“ ჩასულიყვნენ ევროპის კავშირი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ევროპარლამენტში დაეწყოთ საუბარი იმ „გასაოცარ დემოკრატიაზე“, რომელიც მათ საქართველოში ვითომდა ააშენეს. არ ჩამოვთვლი ყველა ევროდეპუტატს, რომლებმაც უმკაცრესი, უმძაფრესი შეფასება მისცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. არ მოვიყვან ციტატებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ არ დარჩენილა ფრაქცია,საიდანაც არ გამოსულიყოს წარმომადგენელი და არ გაეხსენებინათ ამ კორუფციული დაჯგუფებისთვის „გავრილოვის ღამე“, საქართველოს მოქალაქეების მოტყუება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, კორუფცია, პოლიტიკური კლიდერების სასამართლო პროცესები და მათი პროკურატურაში ტარება. ის აპირებები, რომელიც რეფორბზე იყო და რა განხორციელებულა. მაგალითად ომში მყოფი უკრაინა მოუყვანეს, რომელიც საქართველოს ასწრებს პოლიტიკური რეფორმების გატარეების სისწრაფით. არცერთი ევროდეპუტრატატი არ დარჩენილა, რომ არ გამოსულიყო და არ დაემთავრებინათ თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით - „როგორი ევროპელები ხართ თქვენ და რა ევროპული დემოკრატიაა ის სისტემა, რომელიც თქვენ ქვეყანაში გაქვთ?“

მინდა საქართველოს მოქალაქეეებს გავახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის შემდეგ მთლიანად ოპოზიცია და განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ თქვენ გადალახეთ წითელი ხაზი, საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი მოკავშირეების მოთმინების ფიალა არის ამოწურული. დღვანდელი განკითხვის დღეც კი რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე“, - განაცხადა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42