ევროპარლამენტის წევრი ქართულ ოცნებას: ფაქტი, რომ დაპირება ვერ შეასრულეთ, არ მეტყველებს დემოკრატიის სასარგებლოდ
პოლიტიკა - 17:29, 21 Jan, 2020     2705

ქართული სამთავრობო დელეგაცია კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ადრესატი. უმწვავესი კითხვების მოსმენა დღეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ქეთევან ციხელაშვილსა და კახა კუჭავას მოუწიათ. ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენელთა პოლიტიკური დევნა და შეუსრულებელი დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე - სწორედ ეს თემები აინტერესებდათ ევროპარლამენტარებს, რომელთა გზავნილები მმართველი გუნდის მიმართ საკმაოდ კრიტიკული და მწვავე აღმოჩნდა.

"თქვენ ახსენეთ, რომ ხალხის ქუჩაში გამოყვანა პოლიტიზირებული იყო. მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია ქუჩაში ათობით ათასი ადამიანის გამოყვანა. არსებობს მეტად საფუძვლიანი მიზეზი. თქვენი თქმით საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ იგივე კვლევებში ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ქართველი ხალხის აზრით ქვეყანაში დემოკრატია უკან იხევს. თუ შევადარებთ უკრაინას, ის მაინც გამუდმებით ინიცირებას დემოკრატიულ რეფორმებს. ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით შეგესრულებინათ დაპირება და გადასულიყავით პროპორციულ სისტემაზე, არ მეტყველებს საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებები, რომ ბევრი ოპოზიციის ლიდერი დროს ციხეში გაატარებს, რთული მისაღებია, სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ბოკერიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 5 წლიანი სიჩუმის შემდეგ",-განაცხადა სანდრა კალიენტემ.

ევროპარლამენტარების თქმით, საქართველოსთვის 2020 წელი არის გამოცდის პერიოდი და სწორედ მიმდინარე წელს გამოიკვეთება ქვეყნის რეალური დემოკრატიის ხარისხი.

"ძალიან მნიშვნელოვანი წელია საქართველოსთვის. ეს იქნება დემოკრატიის ტესტი და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით. არსებობს შეშფოთება ჩააბარებს თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. როცა არსებობს თავდასხმა ოპოზიციაზე, მედიაზე, დემონსტრანტებზე, ეს არ გეხმარებათ იპოვოთ მეტი მხარდამჭერი ევროპარლამენტში და ესაა ის, რაც მინდა გადავცე მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ,-აცხადებს რასა იუნკიავიჩენე.

წყარო: "ფორმულა".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42