ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხსდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. სხდომა საგარეო საკითხთა კომიტეტში გაიმართება და ევროდეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოვლენ სამოქალაქო შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა, რომლებსაც შეკითხვებზეც მოუწევთ პასუხის გაცემა.
როგორც სხდომის დაწყების წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა, კარგი იქნება თუ მმართველი პარტიიდან მოისმენენ მკაფიო განცხადებეს, თუ როგორ აპირებენ დაპირების შესრულებას.
„შეკითხვებიდან საინტერესო ერთია - სად არის პროგრესი. კარგი იქნება მმართველი პარტიიდან მოვისმინოთ მკაფიო განცხადებები როგორ აპირებენ დაპირების შესრულებას. თუმცა, საქმე მხოლოდ დაპირების შესრულებას არ ეხება. საქმე ეხება იმასაც, როგორ აპირებენ ევროპარლამენტში ნდობის აღდგენას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების წინ. ზოგადად, მმართველი პარტიები პრემიერების შეცვლას იწყებენ, როდესაც თავს ძლიერად არ გრძნობენ, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ივანიშვილი ადრე პრემიერი იყო. შესაძლოა ისევ დაბრუნდეს და ამით ვითარება უფრო გამჭვირვალე გახდეს. გამოჩნდება ისიც, რომ მთავრობის ხელმძღვანელი უკან კი არ იმალება, არამედ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს“, - განაცხადა კუბილიუსმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა კუჭავას განცხადებით კი, ის მზად არის ევროპარლამენტარების კითხვებს გასცეს პასუხი.
„შესავალში, დასაყისში მოხსენებაში მექნება ორივე საკითხზე საუბარი. ვთვლი, რომ აუცილებელია ჩვენი პოზიცია იქნეს დაფიქსირებული. ამის შემდეგ დაველოდებით კითხვებს, იქნება მათი მხრიდან, ალბათ, დაზუსტებები. მზად ვარ გავცე პასუხი და გვქონდეს დიალოგი მათთან ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კუჭავამ.საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი ბერაია კი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანაა, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ საუბარი.„განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული კუთხით. ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება. ამ კუთხით, ჩვენი მთავარი ამოცანაა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ“, - განაცხადა ბერაიამ.წყარო: "ფორმულა".
მასალის გამოყენების პირობები






